workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაუტაროსა და პიანიჩს გადმოიბირებენ

კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაუტაროსა და პიანიჩს გადმოიბირებენ

მადრიდული გამოცემის, Marca-ს ცნობით, “ბარსელონა” თავის სატრანსფერო სამიზნეებში დარწმუნებულია და თავდაჯერებულია, რომ ლაუტარო მარტინესი და მირალემ პიანიჩი “ბლაუგრანელები” გახდებიან.

“ნერაძურის” უკანასკნელი ცნობებით, ლაუტაროსთვის თანხის სახით, მინიმუმ 60 მილიონი ევროა საჭირო, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელები გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავენ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს.

Marca ნახსენებ ტრანსფერში მონაწილეობის პოტენციურ კანდიდატებად ივან რაკიტიჩს, ნელსონ სემედუს, არტურო ვიდალს, ჟუნიორ ფირპოსა და ჟან-კლერ ტოდიბოს მოიაზრებს.

რაც შეეხება პიანიჩს, ბოსნიელის გადმოსაბირებლად გაცვლა იგეგმებოდა, რომელშიც არტური უნდა ჩართულიყო. თუმცა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა. მირალემის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • katalomia
    schedule 23 მაი 2020, 17:01

    Pianichi raketa busi – s naxevardacvas ro gvayurebios aman movkdebbi sicilit.

  • I.S.
    schedule 22 მაი 2020, 23:58

    რა პიანიჩი რის პიანიჩი, ვის ჭირდება მერე?! ჯარისკაცის მამის არ იყოს – "умное слово хочу услышать" დირექტორატიდან…

  • nika gela9fcb
    schedule 22 მაი 2020, 23:55

    sezonshi gaitanen 20 ze met gols amas jer araaq gatanili magram egreve gijdebian daacadet raa tan mitumetes amxela tanxebs ixdian ori didi transferi gaaketes da ra arafarii erti sul saswrafos dayavs meores aadgili ver miuchines da gaanatxovres ,erti kai mwvrtneli gvgirseboda sanam leoa

  • M10 S9 D11
    schedule 22 მაი 2020, 23:54

    პიანიჩი კიბატონო მარა ლაუტაროს გაასხმევინეთ