workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” დე ლიხტს არ ეშვება

“ბარსა” დე ლიხტს არ ეშვება

რაც უფრო მეტად ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, მით ფეხბურთელების გაცვლის შესახებ უფრო მეტი იწერება. მით უმეტეს, როცა, “ბარსა” ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო და დიდად ვერც შემცირებულმა ხელფასებმა უშველა.

განახლდა ბუნდესლიგა და უმაყურებლო თამაში, ისეთი უსახური გამოდგა, რომ ზაფხულში, მთავარი სანახაობა, შესაძლოა, სატრანსფერო ბაზარი გახდეს.

“ბარსა” ღიად იბრძვის ორ ფრონტზე, იტალიურ ბაზარს არის ჩაჭიდებული და მოლაპარაკებებს “იუვენტუსსა” და “ინტერთან” აწარმოებს, ლაუტარო მარტინესისა და მირალემ პიანიჩის შესახებ.

მოლაპარაკებების პერიოდში, გაიჟღერა არაერთი ფეხბურთელის სახელმა, მათ შორის, ახსენეს ჰოლანდიელი მცველი, მატიას დე ლიხტი, რომლის შეძენა “ბარსას” სეზონის დასაწყისში სურდა, მაგრამ მინო რაიოლას გამო, ტრანსფერი ჩაიშალა და ჰოლანდიელი “იუვენტუსში” აღმოჩნდა.

დე ლიხტი ამბობს, რომ ტურინში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ახალგაზრდა მცველს სულ სხვა მიზნები ჰქონდა, მისი საქმე კი სულ სხვაგვარად წარიმართა.

 “ბარსელონამ” ინტერესი, კვლავინდებურად დაადასტურა, რაც, “ბარსას” დაცვის შემხედვარე, გასაკვირი სულაც არაა.

The Daily Mail ავრცელებს, რომ “ბარსელონა” მზადაა ჰოლანდიელი მცველში 73 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Mundo Deportivo არ ეთანხმება ბრიტანულ გამოცემას და აღნიშნავს, რომ “ბარსას” მთავარ სამიზნედ ლაუტარო მარტინესი რჩება. ამ პირობებში, კლუბი, ამხელა თანხას, დე ლიხტში არ გადაიხდის.

სწორედ აქ იჩენს თავს ახალი დღის წესრიგი და მთელი ზაფხულის განმავლობაში, არაერთი ფეხბურთელის გვარს მოვისმენთ, რომლებიც, შესაძლოა, ვარსკვლავების ტრანსფერში ჩართონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2020, 11:20

    ტოდიბო განავითარონ სათანადოდ ჯობია.

  • Bakero
    schedule 20 მაი 2020, 23:25

    ძალიან კარგი და საჭირო ტრანსფერი იქნება ჩვენი დაცვის შემხედვარე ! მაგრამ არ წამოვა სამწუხაროდ 😕 ამას პიკეს კომპლექსი აქვს სანამ პიკე იქნება ეს არ წამოვა 😕 იუვეში გადასვლამდე პიკემ თითონაც კი დაურეკა (დაწერეს მახსოვს) მაგრამ მაინც არ მოისურვა 😕 პლიუს დედა მ@@@@@@ი მინო რაიოლა 😡

  • Anssumane
    schedule 20 მაი 2020, 18:24

    არტურს არც ამაში გავცვლიდი და არც 2 დელიჰტში განა ცუდი კიარაა უმაგრესია მაგრამ ჯერ არტურის გამო და მერე რაიოლას გამო ეგ ფულის მეშოკი მაგის აგენტია და კაცმა არ იცის როის მოუნდება რამე და როგორ აგვირევს სიტუაციას რაიოლა დაითხოვოს და პაჟალუსტა ეგ არის ყველაზე ამაზრზენი აუტანელი ხამი გაუმაძღარი არსება მთელს საფეხბურთო სამყაროში

    თორე დელიჰტი რო უუუუუკლასნესია და სასურველია რად უნდა მაგას ორჯერ თქმა

  • რივალდო-მესი
    schedule 20 მაი 2020, 15:19

    ამაში კი გავცვლიდი არტურს. ოღონდ მაშინ პიანიჩი კი არა აიაქსიდან ვანდებეეკი უნდა მოიყვანონ და დელიზტს ისეთი კონტრაქტი გაუფოონ რომ ერთი 8-10 წელი ღორმა რაიოლამ ხმა ვერ ამოიღოს წასვლაზე.სამი სუპერ ჰოლანდიელი ახალგაზრდა გვეყოლება გუნდში. რომლებსაც ბრაზილიელებუსგან განსხვავებით 28 წლის ასაკში არ მოუნდებათ ფეხბურთზე თავის დანებება

  • nikusha
    schedule 20 მაი 2020, 14:48

    რაკიტიჩი, ვიდალი და 25-30 მლნ ეყოთ ჰაჰა 32 მლნ

  • 10.7.8
    schedule 20 მაი 2020, 14:34

    იუვე ამას 70 მილიონად არსად გაუშვებს და არც თვითონ წავა არსად. მოერგო უკვე იუვეს და ბოლო ტურებში კედელივით იდგა. ეგ ნაქები ლაუტაროც ყ.. ყავდა მთელი თამაში ჩამოკიდებული ლუკაკუსთან ერთად. ტოდიობო ამას როგორ უნდა შეადარო კარგით რა. ან შკრინიანი. თამაშში 5.6 შეცდომას რომ უშვებს. ინტერის დაცვაში დე ვრეია მაგარი მის გარეშე აჯაფსანდალი აქვთ.

  • Andres_Iniesta
    schedule 20 მაი 2020, 13:48

    ამაში 70 მილიონი ძალიან ძვირი ხომ არაა??

    შკრინიარს მიაწვნენ ცენტრ მცველზე.
    მაქსიმუმ 40 მილიონი დარჩეს, ვაფშე ლაუტაროსაც შეეშვან დე ბრუინი მოიყვანონ.
    და ვან დე ბეიკში გადაიხადონ ფული ჯობს. ტოდიბო დააბრუნონ ამას არ ჩამოუვარდება დრო მისცენ და ნახავენ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 20 მაი 2020, 13:40

    იმედია ვიხილავთ ბარსას ფორმაში ამას და დე ბეკს.

  • B.A.r.c.A
    schedule 20 მაი 2020, 13:18

    ამას რომ ძალიან დიდი მომავალი აქ 2 აზრი არ არის მარა მარტო ამის მაღალი დონის თამაშის პლიუსი არ არის მოყვანა კარგი სხვა პლიუსებიც აქ ჩემს აზრით მაგალითად დე იონგი და დარწმუნებული ვარ რატომღაც რო ვან დე ბეეკიც მოვა ამას თუ მოიყვანენ

  • Iniesta_8
    schedule 20 მაი 2020, 12:57

    რა ნახეთ ამ ტოდიბოში ასეთი განსაკუთრებული შალკეს თამაშს თუ უყურეთ ათრიეს ტოდიბო აქეთ-იქით ეგ რო ბარსას ძირითადში ჩასვა ვაბშე ვერაფერს იზამს. ერთადერთი ასაკი აქვს კარგი ჯერ შეუძლია განვითარება, სხვა მხრივ კარიერაში არაფერი არ გაუკეთებია მნიშვნელოვანთან მიახლოებულიც კი და ზოგს მომავალი მალდინი გონია.

  • Pique_3
    schedule 20 მაი 2020, 12:54

    რომანიოლი დაითრიოონ🙃მაქსიმუმ 50 მილიონში გამოგვატანს მილანიი🤝2 სეზონი ეგ და პიკე იქნება ძირითადში მერე კიდე ტოდიბოც მომწიფდება ძირითადისთვის და ძაან მაგარი დაცვა გვეყოლებაა👑🖤

  • Don_Andresito
    schedule 20 მაი 2020, 12:22

    ციტატა: M10 S9 D11
    შეეშვით ბიჭო ამ დე ლიხტს შეეშვით ტოდიბო გვყავს ტოდიბოო


    გაასუხარებენ ტოდიბოს სამწუხაროდ. დე ლიხტი კიდე სანამ პიკეა არ მოვა. ვერც წყვილში ითამაშებს პიკესთან და ალბათ არც იუვე გამოუშვებს. ისე რა გახდა ეს იტალია ყველა ფეხბურთელი ვისითაც ბარსა ინტერესდება იტალიიდანაა. დე ლიხტი შკრინიარი რომანიოლი პიანიჩი ფაბიან რუიზი ლაუტარო..

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2020, 12:16

    შეეშვით ბიჭო ამ დე ლიხტს შეეშვით ტოდიბო გვყავს ტოდიბოო