”ბარსელონას” მთლიანი შემადგენლობა და კლუბის ხელმძღვანელები უკვე ვალენსიაში იმყოფებიან. დღეს ღამით ”ბარსა” ადგილობრივ ”ლევანტეს” დაუპირისპირდება. გუნდთან ერთად ვალენსიაში 200 გულშემატკივარი ჩაფრინდა. დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება ანდრეს ინიესტასთვის, რომელსაც დღეს 27 წელი შეუსრულდა.
გუნდთან ერთად იმგზავრა სანდრო როსელმა. ვალენსიაში ჩაფრინდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართოლომეუ. დირექტორები ტონი ფრეიხა და ხავიერ ბორდასი. ტექნიკური დირექტორი სპორტულ საკითხებში, ანდონი სუბისარეტა.