workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ ერედია: მესის გარეშე არავის ვემახსოვრებოდით

რამონ ერედია: მესის გარეშე არავის ვემახსოვრებოდით

რამონ არმანდო ერედია რუარტე, უფრო მეტად ცნობილი, როგორც კაჩო ერედია, ქარიზმატული არგენტინელი ცენტრალური მცველი იყო. მან გულშემატკივარს თავი მადრიდის “ატლეტიკოში” გატარებული კარიერით დაამახსოვრა. 1974 წელს ერედია პირველი ევროპული თასის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მიუნხენის “ბაიერნის” ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა ის ტიტული დააკარგვინა, რომელიც მადრიდელებს ჯერაც არ აქვთ მოპოვებული.

სანაკრებო ასპარეზზე ერედიამ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი 1974 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც თამაშობდა.

'Cacho' Heredia left an indelible memory at Atlético, from 1973 to 1977

Radio Marca-სთა საუბრისას, კაჩომ საკამოდ კრიტიკულად მოიხსენია ის ადამიანები, რომლებიც “ალბისელესტეს” პრობლემების მოგვარებაზე არ ზრუნავენ და ნაკრებში არსებულ სიტუაციას მხოლოდ ლიონელ მესის თავის ტკივილად ტოვებენ.

“როგორც ისინი მოიხსენიებენ, მესი გულგრილი საერთოდ არ არის. რომ არა ლეო, ჩვენ არავის ვემახსოვრებოდით. მის გარეშე ეროვნულ ნაკრებს თამაში არ შეუძლია.”

მესის კარიერის შეფასებისას, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოკვეთილი არგუმენტი, რომელსაც მის წინააღმდეგ მოიშველიებენ ხოლმე, მარადონასთან შედარება და იმის აღნიშვნაა, რომ დიეგომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ თემაზე კომენტარი რამონ ერედიამაც გააკეთა:

“დიეგო და ლეო განსხვავებუელბი არიან. მარადონა იმ გუნდში თამაშობდა, რომელიც მისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. მესის კი დასახმარებლად არაფერი არ აქვს, რაც სჭირდება.”

69 წლის ყოფილი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოს” ლეგენდად ითვლება. იგი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია ხორხეს გრიფას, ლუის პერეირას, ხუან კარლოს არტეჩესა და დიეგო გოდინთან ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2020, 00:48

    ძლივს ვიღაცამ სიმართლე თქვა