რა გახდა რობერტ ფერნანდესის “ბარსადან” წასვლის მიზეზი?

რა გახდა რობერტ ფერნანდესის “ბარსადან” წასვლის მიზეზი?

“ბარსელონას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დატოვა კატალონიური კლუბი.

“ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველაფერი მოვიგეთ. ამ ტურნირზე პირველად “ატლეტიკოსთან” გამოვვარდით, მეორედ – “იუვენტუსთან”, მესამედ კი – “რომასთან”.

ფეხბურთელები მოედანზე ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, მე პრობლემები ხელმძღვანელობასთან შემექმნა. ჩემი კონტრაქტი არ გახანგრძლივდა, ამის მიზეზი კი ლიგაზე “რომასთან” გამოვარდნა იყო.

თუმცა, მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, ევროპის სუპერ თასი… რა თქმა უნდა, “ბარსაში” ყველაფერი უნდა მოიგო”, – აცხადებს ფერნანდესი Las Provincias-თან ინტერვიუში.

რობერტ ფერნანდესი “ბარსელონას” სპორტული დირექტორი 2015-2018 წლებში იყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    16 მაი 2020, 23:26

    მაგ პერიოდში რა ტრანსფერიც გაკეთდა არცერთი არ გამოგვდგომია.გომეშით დაწყებული სამწუხაროდ უმტიტით დამთავრებული.მარა მთლად ამის ბრალიც არაა იმიტო რო დღესაც ისეთივე უაზრო სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს გუნდი

  • Andres_Iniesta
    16 მაი 2020, 17:08

    როგორ ამოგვადინეს ეს ჩვენი მოგონილი ქამბექი ყელში თან ზედიზედ ორჯერ და ქამბექლონა გაგვხადეს.

    შენ კიდე რას წუწუნებ ბლინ ბარსა ხარ და მაქსიმალისტი უნდა იყო,,მეთაური რო ხარ და მინიმალისტი ხარ და რაღაც ბანძი თასით კმაყოფილდები გასაგდები ხარ აბა რა ხარ

  • M10 S9 D11
    16 მაი 2020, 16:43

    მაგიტომაც დაგახვევინეს რო ესპანეთის თასები იკმარე ნუ ჯოხი შენზე გადატეხეს თორე დღესაც იგივე ნაგავშია გუნდი