ფოკუსს მიღმა – 14.05.2020

ფოკუსს მიღმა – 14.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

რობერტ ფერნანდესი

“ბარსელონას” ყოფილი ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი: “ბარსამ”, 2003 წელს, კრიშტიანუ რონალდუს შეძენაზე უარი თქვა” [Superdeporte]

ნელსონ სემედუ

ნელსონ სემედუს, “ბარსელონადან” წასვლის შემთხვევაში, ურჩევნია, ინგლისში გადაბარგდეს და არა – იტალიაში. 26 წლის მარჯვენა მცველის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია. [Mundo Deportivo]

მირალემ პიანიჩი

“ჩელსი” პიანიჩისთვის ბრძოლაში ერთვება. ლონდონელები “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის მოლაპარაკებებს აკვირდებიან. თუ “იუვენტუსმა” პიანიჩის სანაცვლოდ არტური ვერ მიიღო, საქმეში “ჩელსი” ჩაერთვება. [Football Espana]

“იუვენტუსმა” “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, მირალემ პიანიჩი “ჩელსის” შესთავაზა. ტურნინელები და ლონდონელები ბოსნიელისა და ჟორჟინიოს ბარტერს განიხილავენ. [Sport]

დანი ოლმო

“ლა მასიელი” დანი ოლმო ოცხადებს: “ბარსელონაში” დაბრუნება? ეს არ მოხდა და არ ვიცი, იდეალური ვარიანტი იქნებოდა თუ არა. პრესაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ხორვატიაში ბედნიერი ვიყავი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. “ლაიპციგი” ერთ-ერთი კლუბი იყო, რომელმაც ჩემს მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინა. ამიტომაც, გერმანიაში გადაბარგება გადავწყვიტე. მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში თამაში შესანიშნავი იქნებოდა. ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი და მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია. რატომაც არა?”. [Goal]

ედილსონი

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედილსონი აცხადებს: “ვფიქრობ, ნეიმარსა და მესიზე უკეთესი მოთამაშე ვარ. მათ მუნდიალის მოგება სჭირდებათ, რათა ჩემზე წინ დადგნენ. კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ ძლიერია, ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს, თუმცა პორტუგალიელზე გამოცდილი ვარ”. [ESPN]

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • barcelona87
    15 მაი 2020, 03:01

    აი ეს სასტავი მგონი რო უნდა გაამართლოს. მეკარეები: 1.მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი. 13.ინიაკი პენია. მარცხენა მცველები:18.ჟორდი ალბა. 4.ალექს გრიმალდო. მარცხენა ცენტრალური მცველები: 23.სამუელ უმტიტი. 15.კლემან ლენგლე, მარჯვენა ცენტრალური მცველები: 3.ჟერარდ პიკე.6.ჟან-კლერ ტოდიბო.(სავარაუდოთ პიკე დაასრულებს მომავალ წელს და რონალდ არაუხო ამოვა.მარჯვენა მცველები:2.ნელსონ სემედო. 16.მუსა ვაგე. საყრდენი ნახევარმცველები: 21.ფრენკი დე იონგი. 5.სერხიო ბუსკეტსი. მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველები: 8.არტურ მელო. 24.ფაბიან რუისი. 19.მატეუშ ფერნანდეში(ამას საყრდენად თამაშიც შეუძლია).შემტევი ნახევარმცველები: 14.ფილიპე კოუტინიო. 25.რიკი პუჩი. მარცხენა ვინგერები: 11.ნეიმარ ჟუნიორი.7.უსმან დემბელე. მარჯვენა ვინგერები:10.ლიონელ მესი.20.ფრანცისკო ტრინკაო.12.ალექს კოლიადო.ცენტრალური თავდამსხმელები: 9.ლუის სუარესი.22.ლაუტარო მარტინესი.

  • barcelona87
    15 მაი 2020, 02:00

    უკვე დგეს ანუ 15 მაისს არის ჰოლანდიელის ტყუპების ფრანკ და რონალდ დე ბურების(1970),და უსმან დემბელეს(1997).დაბ.დგეები.

  • El pistolero 9
    15 მაი 2020, 00:22

    სემედუ უნდა დარჩეს.პიანიჩი თუ მოიყვანეს მხოლოდ ვიდალის ან რაკიტიჩის ნაცვლად.არტური ხელშეუხებელია.