1982 წელი, უდო ლატეკის გაწვრთნილმა ”ბარსელონამ” მშობლიურ სარბიელზე მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი – “ბლაუგრანამ” ფინალში 2-1 დაამარცხა ლიეჟის “სტანდარტი”, რომელმაც, თავის მხრივ, ნახევარფინალში თბილისის ”დინამო” შეაჩერა.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-8 წუთზე სტუმრებმა გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი წონასწორობა ალან სიმონსენმა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიში გამარჯვების გოლი კინის ანგარიშზე ჩაიწერა.
12 მაისი, 1982. ესპანეთი, ბარსელონა, “კამპ ნოუ”, 100 000 მაყურებელი
ბარსელონა 2:1 სტანდარდი
გოლები: 0:1 გი ვანდერსმისენი (8), 1:1 ალან სიმონსენი (45), 2:1 კინი (63)
ბარსელონა: ხავიერ ურუტიკოეჩეა, ხერარდო მირანდა, მიგელ ბლანკეტი (კაპ), ხოსე რამონ ალეშანკო, ხოსე მანუელ მანოლო ტორალი, ხოსე ვისენტე სანჩესი, ხოსეპ მორატალია, ესტებან ვიგო, ალან სიმონსენი, ენრიკე კინი, ხოსე ფრანსისკო კარასკო
მწვრთნელი: უდო ლატეკი (გფრ)
სტანდარდი: მიშელ პრიუდომი, ერიკ გერეტსი (კაპ), თეო პოელი, ვალტერ მეუვსი, ჟერარ პლესერსი, გი ვანდერსმისენი, ჟოს დაერდენი, არი ჰაანი, რენე ბეტერონი, სიმონ ტაჰამატა, ბენი ვენდტი
მწვრთნელი: რაიმონ გუტალსი
გაფრთხილება: მიგელი, ბენი ვენდტი, ვალტერ მეუვსი, არი ჰაანი, მანოლო, გი ვანდერსმისენი, ვალტერ მეუვსი
გაძევება: ვალტერ მეუვსი (89)
მსაჯი: ვალტერ ეშვაილერი (გფრ)
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები:
რამაზ შენგელია (თბილისის “დინამო”), ედი ვოორდეკერსი (“სტანდარდი”) – 6 გოლი
"1982 წელი, უდო ლატეკის გაწვრთნილმა ''ბარსელონამ'' მშობლიურ სარბიელზე მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი – "ბლაუგრანამ" ფინალში ლიეჟის ბელგიური "სტანდარტი" დაამარცხა (2:1), რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში თბილისის ''დინამო'' შეაჩერა".
მაგრა გადავრჩით, რო ლიეჟს ვერ მოვუგეთ, შეგვჭამდა ბარსა. არადა მფლობელები ვიყავით მაგ დროს მაგ თასის. კარგად მახსოვს ეგ თამაში. მთელი თამაში ვუტევდით და მაგათ გაგვიტანეს 1-0. თავით. სტუმრადაც 1-0 წავაგეთ და იქაც თავით გაგვიტანეს.