workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიის” ერა დასრულდა?

“ლა მასიის” ერა დასრულდა?

“ბარსელონას” ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი და არასასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ კლუბმა საკუთარი ტრადიციების გზას გადაუხვია. ზოგიერთებმა შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ კატალონიელები მადრიდის “რეალის” მსგავსნი გახდნენ, რადგანაც გუნდის ფორმირებისთვის უდიდეს ფინანსურ რესურსს ხარჯავენ.

საფეხბურთო სტატისტიკების საერთაშორისო ცენტრის მონაცემების მიხედვით, “ლა მასიელი” ახალგაზრდები “ბარსას” თამაშების მხოლოდ 5.4%-ში იღებენ მონაწილეობას. ეს საშინელი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ლა ლიგაში მეშვიდე ყველაზე ცუდი შედეგია.

მადრიდის “რეალის” სათავეში ყოფნა ამ მხრივ კატალონიელების სტატისტიკას კიდევ უფრო უარყოფითად აჩენს.

მაგალითისთვის, “ბლაუგრანას” 21-წლამდელები განაცხადშიც არ ჰყავს. კარლეს ალენია და მუსა ვაგე მათ რიგებში მოხვდებოდნენ, მაგრამ ორივე მათგანი განათხოვრებულია და ის წუთებიც, რაც მოედანზე გაატარეს, მხოლოდ პირველი წრის თამაშებიდანაა დაგროვილი.

რაც შეეხება, “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელებს, მათი მაჩვენებელი შემდეგნაირია:

ანსუ ფატი – 681 წუთი 16 მატჩის განმავლობაში
კარლეს პერესი – 473 წუთი 10 მატჩის განმავლობაში
რიკი პუჩი – 22 წუთი 2 მატჩის განმავლობაში
ალექს კოლიადო – 5 წუთი 1 მატჩის განმავლობაში

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 05 მაი 2020, 17:36

    ალენია ფატი კოლიადო შანსი უნდა მიეცეს უნიჭიერესები არიან და პუჩი აუთ!

  • Roma Shelo
    schedule 05 მაი 2020, 13:12

    xavi albat am metods miawveba ro axalgazrdebi ipovos da sheidzinos sxvadasxva qveynebifan

  • Davit..
    schedule 05 მაი 2020, 10:08

    წავა ბართომეუ და აირჩევენ ალბათ ისეთ პრეზიდენტს რომელსაც კლუბის ფილოსოფია უფრო ეყვარება ვიდრე ფულის კეთება

  • Lasho
    schedule 05 მაი 2020, 04:25

    რა ლამასია ვერ უშვებს იგროკებს.. გგონიათ პედრო თუნდაც კოლიადოზე ნიჭიერი იყო? შანსი მისცეს და გამოიყენა +გუარდიოლა.. თუ არმიეცი შანსი ვერც განვითარდება.. 20-21 წლის ბიჭები ბარსა ბ ში აღარ უნდა იყვნენ.. კოლიადო, პუჩი, აკიემე, არაუხო, ჩუმი, კუენკა,მონჩუ, მორიბა, სავერიო, პენია.. არცერთი არაა უნიჭო და ყველა თუ არა ერთი მაინც ითამაშებს მაღალ დონეზე..
    ხელმძღვანელობის ბრალია ყველაფერი.. 200 მილიონებს იხდიან ფეხბურთელებში და რამდენი წელი ჩავაგდეთ ამისგამო.. იმისმაგივრად რო ახალგაზრდებისთვის მიეცათ შანსი სხვა გუნდებში დაარიგეს.. მე პირადად მირჩევნია გრიზმანების და დემბელეების ყოლას აკადემიის ბიჭები ათამაშონ..
    ტელიოს და კუენკას გუარდიოლა ათამაშებდა და შედეგსაც დებდნენ..
    წამიკითხავს აქ კომენტარები რო ორივე უნიჭო იყოვო.. მარა ის არახსოვთ რო კუენკამ ლიგის ნახევარფინალში ძირითადში ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა.. რატო ? იმიტო რო ენდო პეპი..
    ზოგადად ამსაიტზე ერთი ფეხის დაცდენის გამო ყველა ფეხბურთელს ძირს ასწორებენ როგორ ახლა რობერტოზე ხდება.. და იმსემედოს ამჯობინებენ ბოლო კლასიკოში რო აფორთხიალეს.. და ის დაავიწყდათ რობერტო რო მარსელოს სისხლს უშრობდა და საგოლე პასებს აკეთებდა.. ბარტრაზეც იგივე იყო.. ბეილმა გაასწრო და მორჩა.. არადა ბარტრა ერთერთი იმათგანი იყო ვინც ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა და პირადად ბარტრას ამოკეტილი იბრაჰიმოვიჩიც მახსოვს.. და იმედებს ალენიაზე და სემედოზე ამყარებენ რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ გუნდისთვის დასამახსოვრებელი.. იმდენად არიან ცუდზე ჩაციკლულები რო კარგს ვეღარ ამჩნევენ.. დააფასეთ თქვენი საყვარელი გუნდის ფეხბურთელები.. რეალის ფანებივით ნუ მოიქცევით

  • Wtf man
    schedule 05 მაი 2020, 01:57

    არც გვყვავს წესიერი ლა მასიაში. მარტო ის ხო არაა რახამ ჩვენი აღზრდილია უეჭველად შეტენო სასტავში. აი რეალში ვალვერდე ყავთ სერიოზული ვინ გვყვავს ჩვენ მაგის დონის ლა მასიაში არავინ

  • M10 S9 D11
    schedule 05 მაი 2020, 01:19

    არ ვიცი კოკრეტულად რისი ან ვისი ბრალია მარა ფაქტია რო ლა მასიაც ვერ უშვებს სათანადო იგროკებს

  • me da barca
    schedule 05 მაი 2020, 00:38

    ბართომ ჩაძირა ბარსა ბოლომდე და ამას მშვიდად უყურებენ.