ინსტაგრამის საერთო ლაივში ყოფილ თანაგუნდელთან, სამუელ ეტოოსთან საუბრისას, ჩავიმ დაადასტურა, რომ “ბარსელონასგან” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ იუარა, რადგანაც, მისი აზრით, ამ გამოწვევისთვის მზად ჯერ არ იყო.
“იანვარი მართებული დრო არ იყო. ერიკ აბიდალთან და ოსკარ გრაუსთან ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრე. ჯერ ამის სათანადო მომენტი ნამდვილად არ გახლდათ.”
“მე ჯერ კიდევ მცირე გამოცდილება მჭირდება, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ “ბარსას” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს, მომავალში ეს დღეც დადგება.”
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება იანვარში გადაწყვიტეს და მის შემცვლელს სწორედ ამ პერიოდში ეძებდნენ.
პრესაში გაჟღერებული სახელებიდან ჩავი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. კლუბის საფეხბურთო დირექტორი, ერიკ აბიდალი, ყატარშიც კი ჩაფრინდა 2010 წლის მსოფლიოs ჩემპიონთან შესახვედრად და მის დასარწმუნებლად. თუმცა, აღნიშნული მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.




ხავიმ მოყვანა ჯერ არაფრად არ შეიძლება ევროპული გამოცდილება სანამ არ მიიღებს და ცოტა ნერვებს სანამ არ დაიწყნარებს
ბართომეუ გაა*ვამს და მოვა მერე, მანამდე იქნება სეტიენმსც ქნას ღამე სულ ნულიდან რომ არ მოუწიოს გუნდის შენება
ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობა არავის უნდა. 2021-ში ლაპორტა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს!
იმედია იქითა წელს მოვა.
რაც შეეხება აბიდალს დიდი იმედი მაქ რო წლის ბოლოს ააახვევს
არჩევნებიც ახლოვდება და 4 თვალა თავისი მთელ სტაფიანა გაუყვება ვალვერდეს გზას.
ხო კიდევ იმედი მაქვს რო ლაპორტა მოვა.
კვერცხებიანი პრეზიდენტი ჭირდება ახლა ბარსას,და ლაპორტას რო მაგის ტრაკი აქვს ყველამ ვიცით, რა ეპოქაში გაუშვა რონალდინიო და ზედ მიაყოლა დეკუ.