workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოლ ლიონჩი: “ესპანიოლი” “ბარსელონას” მირჩევნია

პოლ ლიონჩი: “ესპანიოლი” “ბარსელონას” მირჩევნია

ჰოლანდიური “ვილემ II-ის” ნახევარმცველმა, პოლ ლიონჩმა, Goal-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მას “ესპანიოლი” “ბარსელონას” ურჩევნია.

“ერთ დღესაც ინგლისის, ესპანეთის ან გერმანიის ჩემპიონატში თამაშს ვისურვებდი. ჩემი ოცნების კლუბი “ესპანიოლია”. ამას მართლა ვამბობ. მირჩევნია, “ესპანიოლში” გადავიდე, ვიდრე “ბარსელონაში”, – აცხადებს ლიონჩი.

27 წლის ფეხბურთელი “ესპანიოლ ბ-ში” 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა, თუმცა ის კატალონიელთა პირველ გუნდში არასდროს გამოჩენილა. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ ამჯობინებს პოლ ლიონჩი ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ “ბარსელონას” ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ფლოკი
    schedule 04 მაი 2020, 16:07
    #5

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ზოგი რა ბნელია ვაახხ :დ კაცმა თქვა მე მირჩევნიაოო და არა ზოგადად ჯობსოო , იაზროვნედ ცოტა ბიჯოოო :დ ყველა ბარსში ხოარიქნება აბა, უყვარს ამ კაცს ესპანიოლი და ნუ **ცემთ


    100 პროცენტით მართალი ხარ, მას თავისი მიზეზები ჰყოფნის იმისთვის რომ ესპანიოლი უყვარდეს თუნდაც იმის გამო რომ მისი ნათესავი იქ თამაშობს, აქკიდე გამოხტება 13 წლის ბარსამანი და შავ დღეს დააყრის როგორ გაბედა და ბარსას ესპანიოლი ამჯობინაო :დ

  • nika 54
    schedule 04 მაი 2020, 13:56
    #4

    რა მნიშვნელობა აქვს რატომ ამჯობინებს, ყველას თავისი გემოვნება აქვს. ეგრე რო გავყვეთ ბარსელონაში ათასობით გულშემატკივარს ესპანიოლი უყვარს და ყველა სათითაოდ დავკითხოთ?

  • ფლოკი
    schedule 04 მაი 2020, 11:12
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    ვაიმე ესპანიოლზე უკეთეს გუნდში არ გეღირსოს თამაში შე საცოდავო


    რა გინდა თუ ძმახარ :დ კაცმა აზრი აღარ გამოთქვას? გასაგებად თქვა რო ესპანიოლი ურჩევნია , ისევე როგორც შენ ბარსა გირჩევნია ესპანიოლს :დ რაარი აქ არაამქვეყნიური და გაუგებარი :დ

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2020, 08:26
    #2

    ვაიმე ესპანიოლზე უკეთეს გუნდში არ გეღირსოს თამაში შე საცოდავო

  • Z.TS
    schedule 04 მაი 2020, 02:24
    #1

    გაუგებარი რატომაა ესპანიოლის რომელს გულშემატკივარს არ ეზიზღება ბარსა?