”ბარსელონას” ხელმძღვანელობა ცდილობს ”უდინეზეს” თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის შეძენას. ესპანური marca აცხადებს, რომ ”სანტოსელ” ნეიმართან და ”ვილიარეალელ” როსისთან ერთად სანჩესი მიმდინარე ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე ”ბარსელონას” მთავარი სამიზნე იქნება.
”ძალიან კარგი იქნება ”ბარსელონაში” თამაში. სანამ ჩემი მომავალი ზუსტად არ გაირკვევა კომენტარის გაკეთება არ მსურს” – განაცხადა სანჩესმა.
შეგახსენებთ, რომ ”უდინეზელის” შეძენით ”ბარსელონასთან” ერთად დაინეტერსებული არიან ”მანჩესტერ სიტი”, ”მანჩესტერ იუნაიტედი” და ”ინტერი”.



