საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონად გამოაცხადა. 2019/20 წლების საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულებულია.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შეხვედრების დახურულ კარს მიღმა გამართვა იყო ნავარაუდები, საფრანგეთის მთავრობამ სექტემბრამდე ყველა საფეხბურთო ღონისძიება აკრძალა.
“მარსელი” და “რენი” ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირდნენ, რადგანაც ისინი, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.
“ტულუზისა” და “ამიენისთვის” საუბედუროდ, ისინი ლიგა 2-ში დაქვეითდნენ. ეს გუნდები კორონავირუსულ შეჩერებამდე ცხრილში ბოლო ორ პოზიციას იკავებდნენ. “ლორიენი” და “ლენსი” კი მომავალ სეზონში საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებენ.
ლიგა 1-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიდიე კილომ, Get Football French News-თან განაცხადა:
“გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენც მზად ვიყავით საფეხბურთო სეზონი ესპანელებისა და გერმანელების მსგავასად დაგვესრულებინა, თუმცა ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას პატივს ვცემთ.”
ეს პირველი შემთხვევაა საფეხბურთო ჩემპიონატისგან, როდესაც მან სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩემპიონი და გავარდნილი გუნდებიც დაასახელა.
თავის მხრივ, ლა ლიგას ჯერ კიდევ აქვს გეგმები, თუ როგორ დაასრულოს მიმდინარე სეზონი. როგორც ხავიერ ტებასისგან შევიტყვეთ, მატჩები შუა ივნისიდან კვლავ გაიმართება.
იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთშიც ფეხბურთის მხრივ მთავრობა კატეგორიულ ნაბიჯებს გადადგამს და ჩემპიონატი ფრანგების მსგავსად დასრულდება, რა თქმა უნდა, “ბარსა” ჩემპიონად გამოცხადდება. კატალონიურ კლუბთან ერთად მადრიდის “რეალი”, “სევილია” და “სოსიედადი” ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ. “მალიორკა”, “ლეგანესი” და “ესპანიოლი” კი დაქვეითდებიან.
საერთო ჯამში, ესპანეთის ფეხბურთის მაღალჩინოსნებისთვის სულ სამგვარი სცენარი არსებობს:
- სეზონის დახურულ კარს მიღმა ჩატარებული მატჩების სახით ჩამთავრება;
- სეზონის დასრულება და ჩემპიონის მიმდინარე შედეგების მიხედვით გამოცხადება;
- სეზონის დასრულება და მისი სრული გაბათილება, ჩემპიონისა და გავარდნილი გუნდების გარეშე.




შეიძლება უთამაშებლობა უარესი იყოს მათთვის… მაგრამ არ მგონია ესპანეთში გაგრძელდეს ჩემპიონატი, ბევრი ფეხბურთელი დაავადდა და დღეში 600 ადამიანი კვდება, საავადმყოფოები გადაჭედილია, ფიზიკურად ვერ მკურნალობენ ყველას… რა დროს ლა ლიგაა
ანუ რა გამოდის ლიგაზე დასვენებული პსჟ ითამაშებს?? თუ ესე იქნება უსამართლობაა
აი რა სისულელე გააკეთეს ესპანეთში დედა უტირა ვირუსმა ყველას და მაინც ამთავრებენ სეზონს და ამ ფრანგებმა და ნიდერლანდებმა რატო იჩქარეს მითუმეტეს ლიგაზე აქვთ სათამაშო ფრანგებს