”Juvenil A”-მ სამეფო თასის ფინალში მადრიდის ”რეალი” დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 დაამარცხა. ახალგაზრდა კატალონიელები 89 წუთამდე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მატჩში დუბლი შეასრულა რაფინიამ. რაფინია მაზინიოს უმცროსი შვილი და ტიაგო ალკანტარას ძმაა. მესამე გოლის ავტორი ერნესტოა. 89-ე წუთზე მადრიდელთაგან თავი ფრან სოლმა გამოჩინა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=RbaSfo1_Z3o]