”ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ ”ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულის აღება სჭირდება, რათა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვოს. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და საჭიროა ყველა შანსის გამოყენება, რაც გუნდს მიეცემა”.
”ახლა ჩვენ საკუთარ თავზე დამოკიდებულები პირველად ვართ. საჭიროა ერთი ქულის მოპოვება და ეს ქულა ოთხშაბათს, ”ლევანტესთან” უნდა მოვიპოვოთ. იქ გავემგზავრებით იმ აზრით, რომ ქვეყნის ჩემპიონები გავხდებით. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს თამაშზე, ჩვენს მოქმედებაზე. სპორტში მოცემული შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო” – განაცხადა ”ბლაუგრანას” მწვრთნელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ”სამშაბათს ”რეალი” ”ხეტაფეს”დაამარცხებს. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. მიმდინარე სეზონში სახლში მათ მხოლოდ 2 მარცხი განიცადეს” – დაამატა მწვრთნელმა.
”ჩვენ ჯერ არ მოგვიგია”
გვარდიოლა როგორ ყოველთვის ფრთხილობდა და ამტკიცემდა, რომ ”ჩვენ ჯერ არ მოგვიგია. ახლა გვჭირდება 1 ქულის აღება, რომელიც არ გვყოფნის, რათა ჩემპიონები გავხდეთ” – განაცხადა მწვრთნელმა და დაამატა, რომ ”ლევანტესთან” მატჩში ის ”უემბლის” ფინალზე არ იფიქრებს და წამყვან ფეხბურთელებს არ დაასვენებს. ”ჩვენ კვლავ გადავცდით 90 ქულიან მაჩვენებელს ლა ლიგაში, ეს სიგიჟეა. ამ ყველაფერს მაშინ აქვს აზრი, თუ ტიტულს მოიგებ. დარჩენილი 9 ქულიდან 1 უნდა ავიღოთ” – იმეორებდა გვარდიოლა.
სურს მოიგოს ლა ლიგა ”რაც შეიძლება მალე”
მწვრთნელი მოხარულია იმით, რომ ”ბარსელონას” ზედიზედ მესამედ შეუძლია ლა ლიგის ტიტულის მოპოვება: ”ჩვენ ახლოს ვართ ლა ლიგის მესამედ მოგებასთან. მსურს ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, რადგან ფეხბურთელებს არაადამიანური დატვირთვის გაძლება უწევთ”.
თამაშის ანალიზი
გვარდიოლამ ”ესპანიოლთან” მატჩს ანალიზი გაუკეთა: ”ეს დერბი ნაკლებად დატვირთული გამოვიდა, ვიდრა წინა წლების. ჩვენ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე გოლის შემდეგ ზეწოლა შევამცირეთ. მსურს შევაქო ”ესპანიოლი” მოედანზე მათი მოქმედების გამო. ჩვენ გვიწევდა სწრაფად თამაში. საფეხბურთო კუთხით ეს ძალიან სერიოზული მატჩი იყო”. მწვრთნელმა ასევე მოისურვა საკუთარ ფეხბურთელებზე მილოცვა ”ძალიან რთული აპრილის შემდეგ, რომელშიც ყველა ძალიან დაიღალა”.
შექება მესის
გვარდიოლამ მესის მოქმედებები შეაქო: ”პირველი ტაიმი მესის შესრულებით გიჟური იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მიმდინარე სეზონში. პირველ რიგში ზეწოლის მხრივ, ის ძალიან გვეხმარებოდა პრესინგის თამაშში. ბურთთან ერთად ყოველთვის ატყუებდა მეტოქეს. მან თავად იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე”. პეპმა კარგი სიტყვები გამონახა ფონტასის მიმართაც: ”მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პოზიციაზე, სადაც არასდროს უთამაში”.
ბართოლომეუ: ”სულ ცოტაღა რჩება”
”ბარსელონას” პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართოლომეუმ კმაყოფილება გამოთქვა ”ესპანიოლთან” გამარჯვებით და აღნიშნა, რომ მიზნის შესულებამდე სულ ცოტაღა რჩება: ”გუნდმა თავისი საქმე გააკეთა. ვინარჩუნებთ 8 ქულიან სხვაობას ცხრილში და ყოველ ჯერზე ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს. სულ ცოტაღა რჩება მიზნის შესრულებამდე. მადრიდელებს ამ ტურში იოლი მატჩი აქვს, ჩვენ კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ და დავამარცხოთ ”ლევანტე”.
ბართოლემეუმ აღნიშნა, რომ ლა ლიგის სწრაფად მოგება გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად დაეხმარება: ”ლა ლიგა როცა ჩვენი იქნება წყნარად დავიწყებთ მზადება ფინალისთვის”.
ბოლოს ვიცე-პრეზიდენტმა სევერიანო ბალესტოროზეც ისაუბრა: ”ის გოლფის გენია და ნამდვილი კულე იყო”.



