workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიფას ინიციატივით,  შესაძლოა, გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება მიენიჭოთ

ფიფას ინიციატივით, შესაძლოა, გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება მიენიჭოთ

EFE-ს ცნობით, ფიფა აპირებს გუნდებს შეხვედრის განმავლობაში 5 ცვლილების განხორციელების უფლება მისცეს.

გამოცემა წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკვე მიმართა შესაბამისი შეთავაზებით ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს (IFAB), რომელიც უფლებამოსილია, ფეხბურთის წესებში ცვლილება შეიტანოს.

გუნდებს საშუალება ექნებათ, მატჩში 5 შეცვლა გააკეთონ, ასევე 1 ცვილილება, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი დროისთვის არის გათვალისწინებული. სიახლე დროებითი იქნება და 2020/2021 წლების სეზონზეც გავრცელდება.

ფიფას აზრით, აღნიშნული იდეის მიზანს ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. სეზონის დასრულებისთვის მატჩების ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით ჩატარება იქნება აუცილებელი, რაც ფეხბურთელთა ტრავმიანობის რისკს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ბოლო შეხვედრა 7 მარტს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ, ჩაატარა. ლა ლიგის განახლების თარიღი კი, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად ცნობილი არ არის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 28 აპრ 2020, 13:32

    კარგი გამოსავალია ტრამვიანობის რისკებს ამცირებს მითუმეტეს ყოველ სამ დღეში ერთხელ რო მოუწიოს გუნდს თამაში დაიგრუზება კამანდა

  • messi and iniesta
    schedule 28 აპრ 2020, 12:22

    საჭირო და გამართლებული ცვლილებაა რათქმაუნდა დროებით