workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე ონანა “აიაქსიდან” წასვლაზე მიანიშნებს

ანდრე ონანა “აიაქსიდან” წასვლაზე მიანიშნებს

“აიაქსის” კამერუნელმა მეკარემ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა სატრანსფერო სამიზნემ, ანდრე ონანამ სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით, ამსტერდამული კლუბის დატოვებაზე მიანიშნა.

რამდენიმე დღის წინ, კორონავურსის პანდემიის გამო, ჰოლანდიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ცნობილია, რომ ერედივიზიონიდან არცერთი კლუბი არ გავარდება, თუმცა ჩემპიონიც არავინ გახდება, რამაც ონანას გაღიზიანება გამოიწვია.

“მოგზაურობა სრულდება დაცარიელებული სტადიონით, მაგრამ დიდი სიამაყითა და კმაყოფილებით. მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის”, – წერს ონანა Instagram-ზე.

“ბარსელონა” ანდრე ონანას ნეტუს შემცვლელად განიხილავს. 24 წლის კარის დარაჯის შეძენის სურვილს “ჩელსი” და “ტოტენჰემიც” გამოთქვამენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • BarcelonaFanTV
    schedule 27 აპრ 2020, 10:14
    #3

    ტერ შტეგენი თუ თავისი ნებით წავა, ამას მოიყვანენ, შტეგენისნაირი მეკარეა, ხან იდიოტობებს აკეთებს და ხან უმაგრესად თამაშობს

  • FloweN
    schedule 27 აპრ 2020, 04:22
    #2

    მეორე მეკარედ ცოდოა ბარსაში.

  • Wtf man
    schedule 26 აპრ 2020, 22:17
    #1

    არამგონია მეორე მეკარეობა უნდოდეს ალბათ ჩელსიში წავა კეპას ყიდიან ისინი.