workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო, ვისაც ოდესმე უთამაშია: ბენ ჩილუელი მესის დიდი გულშემატკივარია

საუკეთესო, ვისაც ოდესმე უთამაშია: ბენ ჩილუელი მესის დიდი გულშემატკივარია

“ლესტერის” უკანახაზელმა, ბენ ჩილუელმა, AMA-ს სტილის ინტერვიუს დროს, გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. ამ კითხვებზე პასუხისას 23 წლის ფეხბურთელმა მესის მიმართ აღმატებული დამოკიდებულება გამოხატა.

მესისა და რონალდუს შედარებისას ბენს ერთი წამიც არ უფიქრია, ისე უპასუხა:

“მესი. რონალდუ არის წარმოუდგენლად ძლიერი ათლეტი, მაგრამ მესი, ზოგადად, არის საუკეთესო, ვისაც ფეხბურთი ოდესმე უთამაშია.”

ჩილუელმა ლეო ასევე ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედაც დაასახელა, ვისაც ოდესმე შეხვედრია.

“მე მის წინააღმდეგ წინასასეზონო მატჩისას ვითამაშე და ის უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მან ერთი არაზუსტი პასი გააკეთა და მას შემდეგ გაასმაგებული მონდომებით თამაშობდა, რა დროსაც ოლბრაიტონს ბურთი ფეხებქვეშ გაუტარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.”

ჩილუელი 23 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ყურადღება ბევრი კლუბისაგან, მათ შორის “ჩელსისგან” მიიპყრო. იგი 40 მიილიონ ევროდაა შეფასებული. მიმდინარე სეზონში, “მელიების” რიგებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    schedule 25 აპრ 2020, 00:32

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ჩინელებს მარტო იმიტო უნდა მოუხნა ჯიშ ჯილაგი რომ მესის მოპარეს ერთი წელი მაგ ახვრებმა, ერთი წლით დაგვინერეს ლეო, მესი რო კარიერას დაამთავრებს ასე მგონია ფეხბურთი ინტერეს დაკარგავს, ნუ ასე ვფიქრობდი რონალდინიოს დროსაც მაგრამ მაშინ გამოჩნდა მესი, ნეტა ახლაც ვინმე ისეთი გამოჩნდებიდეს ვინც მესის შედეგებს გაგვიუმჯობესებს


    დემბუზა ჩვენი ლომი 😂

  • Fati
    schedule 25 აპრ 2020, 00:12

    ძალიან კარგი მცველია შეტევაში კარგად ერთვება და დაცვაშიც არ ირცხვენს თავს.ბარსას ბოსებს ესეთი იგროკები არევასებათ ყიდულობენ ფიტპოებს და ბალაყანებს.

  • FloweN
    schedule 24 აპრ 2020, 23:37

    სხვათაშორის შეიძლება ამის განხილვაც ალბას შემცვლელად