Betfair-თან მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუში რივალდომ საკუთარი თანამემამულის მომავალზე ისაუბრა. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ კოუტინიო ისე ცუდად არ თამაშობს, როგორც მასზე საუბრობენ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ფილიპესთვის “ჩელსიში” კარიერის გაგრძელება კარგი ვარიანტია.
“ვფიქრობ, რომ ეს მისი სათანადო შეფასება არაა, თუმცა არ შეგვიძლია, მოვიტყუოთ, რომ ფილიპე ცუდად თამაშობს. უბრალოდ, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მისგან “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ მოელოდნენ.”
“ბარსელონასა” და “ბაიერნში” გატარებული ორსეზონნახევრის განმავლობაში მან პრემიერლიგური ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა “ჩელსიში” გადასვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველაფრის აღდგენას შეძლებს. ეს მისთვის კარგი ვარიანტია.”
შესაძლოა, რივალდო მართალია. კატალონიელების მაისურით ჩატარებულ 76 შეხვედრაში ბრაზილიელმა 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხოლო “ბაიერნში” კი 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 ასისტია.
კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუნხენელები 120 მილიონ ევროიანი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებენ, “ბარსელონა” კი მის გაყიდვას ამავე ზაფხულს გეგმავს.




სეტირნს მაგრად უნდა რო კოუტინიო დატოვონ
"ბილბაოს" სინდისზეა(იდეაში,თორე მაგ არსებას სინდისი არ გააჩნია) ამის გაფუჭებაც.
რა არის იცით? თუ ვიტყვით რო ნახევარმცველია მაშინ ვერაფერს დაუწუნებთ შედეგიანობის მხრივ, ამდენი გოლი არც ბუსკეტს და არც რაკიტიჩს არა აქვს გატანილი(საშუალოდ თამაშში), იგივე ითქმის საგოლე მომენტებზე. მეორე მხრივ ბარსაში ვერ გავიგეთ ბოლომდე, ნახევარმცველი იყო თუ თავდამსხმელი და ძნელია ლაპარაკი. მართლაც მუქთად გაშვებას სეტიენის იმედად ხო არ დავტოვოთ და რა იცი იქნებ რაღაცა გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში დემბელესავით სავადმყოფოებში არ იღებს ხელფასს.
მერამდენე კარგ ფეხბირთელს აფუჭებენ უკვე)))