workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ ჩატარდება კორონავირუსის ტესტები “ბარსელონაში”?

როგორ ჩატარდება კორონავირუსის ტესტები “ბარსელონაში”?

ლა ლიგის განახლება დროის საკითხია. ჩემპიონატის ხელმძღვანელობა კი ამას ნელ-ნელა და საფეხურეობრივად ცდილობს. საფეხბურთო სეზონი მხოლოდ პროტოკოლის მკაცრი დაცვის შემთხვევაში განახლდება.

გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კლუბების სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციაზე “ბარსელონას” მხრიდან სამედიცინო განყოფილების უფროსი, ექიმი რამონ კანალი, ესწრებოდა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, საბედნიეროდ, მან ვირუსი მალევე დაამარცხა და სრულად გამოჯანმრთელდა.

შეხვედრაზე ლა ლიგის კლუბები ერთ მნიშვნელოვან წესზე შეთანხმდნენ: მომდევნო სამშაბათიდან, კლუბის ყველა თანამშრომელი თუ ფეხბურთელი კორონავირუსულ ტესტირებას გაივლის.

შესაბამისად, “ბარსას” ყველა ფეხბურთელს, დამხმარე მწვრთნელსა და ყველა მასაჟისტს შემოწმება 28 აპრილიდან მოუწევს. ისინი ამ ტესტირებას საკუთარი მანქანებიდან ვერ შეძლებენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთავარი შესასვლელით ისარგებლებენ, იქ გაჩერდებიან და ლა ლიგის მიერ დაქირავებული სამედიცინო პერსონალი თავად აიღებს ნიმუშებს. ამის შემდეგ, მათ სახლში დაბრუნება მაშინვე შეეძლებათ. ტესტირების შედეგები კი რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.

ამ სახის ტესტირებას ფეხბურთელები ყოველ 3-4 დღეში გაივლიან, რითაც დაავადების სხვაზე გადაცემისგან თავს მაქსიმალურად აირიდებენ. სავარაუდოდ, გუნდები ერთობლივ ვარჯიშებს მაისიდან შეუდგებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2020, 09:43
    #4

    რა პრობლემაა, დაიწყონ მაყურებლის გარეშე, ჯერჯერობით. ტელევიზიიდან მაინც მიიღებენ რაღაცას რო სული მოითქვან. ყველა გასინჯონ და მაინცდა მაინც ჟურნალისტები ხო არ გადადებენ, თუმცა არც იმათი შემოწმება იქნება რთული. ფეხბურთელებს სოციალური დისტანციის შენარჩუნება დავავალოთ. ანუ როცა ბურთს მესი მიიღებს ერთ კაცზე მეტი ნუ მიუახლოვდება, რიგრიგობით ეთამაშონ, თან დისტანცია დაიჭირონ. აუხსნან მცველებს რო სამი კაცი ერთად ეს უკვე 3000ლარია და მოერიდებიან. როგორი აზრია?

  • me da barca
    schedule 24 აპრ 2020, 03:10
    #3

    და თამაშის დროს პირბადე ექნებათ და ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ. 😃

  • Andres_Iniesta
    schedule 24 აპრ 2020, 00:56
    #2

    ესპანეთში პიკი მაინც არ გადაუვლია, ანუ მაინც 300+ გარდაცვლილი ყავთ და 2000 + დაინფიცირენული.

    და რა აზრი აქ ვარჯიშები აღდგება თუ არა თუ ივნისამდე მაინც ვერ აღარდგენენ თამაშებს.

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2020, 23:53
    #1

    იმედია ყველაფერი კარგად იქნება