Marcas-ს ინფორმაციით, ესპანეთში საფეხბურთო სეზონის განახლების შემდეგ, ანსუ ფატი “ბარსა B-ს” შეუერთდება. მიზეზი მარტივია, 17 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს ესპანეთის მეორე დივიზიონში დასაწინაურებლად უნდა დაეხმაროს.
ხსენებული წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ ქვედა დივიზიონებში ფეხბურთი სტანდარტული სისტემით არ განახლდეს და ამისათვის პირდაპირ ფლეი ოფების გამართვა გახდეს საჭირო.
სეგუნდას B დივიზიონში, მესამე ჯგუფში, ახალგაზრდა კატალონიელები მეორე პოზიციას იკავებენ, რითაც ფლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. მათ 49 ქულა აქვთ და ლიდერ “კასტელონს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
მესამე და მეოთხე პოზიციებზე მყოფ “სადაბელსა” და “კორნელას” ასევე 49-49 ქულა აქვთ. მესამე ჯგუფში სულ 28 მატჩია ჩატარებული, ანუ ჯერ კიდევ 10 არის დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატის “ბარსა B-ში” ჯერ საერთოდ არ უთამაშია. იგი 19-წლამდელებიდან “ბლაუგრანას” მეორე გუნდში გასულ ზაფხულში გადავიდა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს მიერ მთავარ გუნდში გამოძახებამდე ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოასწრო მონაწილეობის მიღება. ძირითად გუნდში მას სეზონის დასწყისში საკმაო დრო მიეცა და თავის გამოჩენაც რამდენჯერმე მოახერხა.




კაქი გაჩე რააა ნუ მაცინებ
Natia udzaxe da barsashi ki tamashobs 17 wlis asakshi
კაქი გაჩე რააა ნუ მაცინებ
იუმორი ატირდა. ისევ ბოღმის ნთხევას მიაწექი, ის შედარებით უკეთ გამოგდის.
კარლეს პერესი, აბელ რუისი, პუჩი, ანსუ, კოლიადო, არაუხო
ვაფშე როგორ არიან მეორეზე ეგეც გასაკვირია, ნახევარი გუნდი აღარ თამაშობს , ზოგიც ცოტას თამაშობს…