workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Bild: “დორტმუნდი” სანჩოსთვის ხელფასის მომატებას აპირებს

Bild: “დორტმუნდი” სანჩოსთვის ხელფასის მომატებას აპირებს

ჯეიდონ სანჩომ არჩევანი, შესაძლოა, ლა ლიგაში თამაშზე გააკეთოს, თუმცა, “ბორუსია” მის ადვილად დათმობას არ აპირებს.

ავტორიტეტული გამოცემების, მათ შორის Bild-ის ცნობით, გერმანელები ჯეიდონისთვის ხელფასის 4 მილიონით გაზრდას აპირებენ, რის შემდეგაც ის კლუბში მარკო როისის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამით ინგლისელის “სიგნალ იდუნა პარკზე” შენარჩუნებას შეძლებენ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” არამც და არამც არ აპირებს ინგლისელის ხელიდან გაშვებას და “ბორუსიას” გაზრდილი ხელფასის მიუხედავად, თავად მეგა ანაზღაურების შეთავაზებას გეგმავს. 

“ბლაუგრანას” ლეგენდამ, ჩავი ერდანდესმა, სანჩოს მიმართ კონპლიმენტები არ დაიშურა. ორი კვირის წინ La Vanguardia-სთან მიცემულ ინტერვიუში “ალ საადის” დამრიგებელმა განაცხადა, რომ “ბარსაში” სანჩოსა და გნაბრის მსგავს გარემარბს მიიყვანდა, რათა შეტევა საგრძნობლად გაეძლიერებინა.

ასევე გავრცელდა სხვადასხვა ჭორი იმის შესახებ, რომ სანჩოს ესპანეთში წასვლას ურჩევენ, რადგან იქ “ოქროს ბურთის” მოგების უკეთესი შანსი ექნება, ვიდრე ინგლისში.

“ბარსას” პოზიციები სანჩოს დამატებასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის. კატალონიელები ფინანსური პრობლემების გამო, მის ხელფასზე კონკურენციისთვის მზად არ არიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 20 აპრ 2020, 16:39

    ციტატა: nika 54
    "ბლაუგრანას" ლეგენდამ, ჩავი ენდანდესმა, სანჩოს მიმართ კონპლიმენტები არ დაიშურა.

    და ეს ვიღაა?


    და ეს ვი ნ ღაა?

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2020, 10:44

    "ბლაუგრანას" ლეგენდამ, ჩავი ენდანდესმა, სანჩოს მიმართ კონპლიმენტები არ დაიშურა.

    და ეს ვიღაა?

  • M10 S9 D11
    schedule 19 აპრ 2020, 07:33

    ამ ბიჭის დაკარგვა იქნებოდა? ფუ რა ზოზინები არიან