ლა ლიგის მე-16 ტურში, “კამპ ნოუზე”, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონამ”, რომელსაც სათავეში ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდე ედგა, “მალიორკას” უმასპინძლა.
კატალონიური გუნდის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჰეთ-თრიქი შეასრულა. მის გარდა, გოლები გრიზმანმა და ლუის სუარესმაც გაიტანეს. “მალიორკას” მხრიდან თავი ანტე ბუდიმირმა გამოიჩინა, ზოგადად მატჩი კი სანახაობრივი გამოდგა და “ბარსელონამ” ფეხბურთელებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
წარმოგიდგენთ თამაშის სრულ ჩანაწერს.
![მესის ჰეთ-თრიქი, 7 გოლი და “ბარსელონური” თამაში “მალიორკასთან” [სრული მატჩი]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/04/1587238246_b.jpg)


