მიმდინარე წლის 9 მარტს, ლა ლიგის 27-ე ტურში, “ბეტისმა” “ბარსელონას” კარგი საჩუქარი გაუკეთა და მადრიდის “რეალი” ანგარიშით, 2:1 დაამარცხა, რამაც კატალონიელებს გალიდერების საშუალება მისცა.
აღნიშნულ მატჩში ანდალუსიელებს გამარჯვება “ლა მასიელმა” კრისტიან ტელიომ მოუტანა. ყოფილი “ბარსელონელი” ამასთან დაკავშირებით Diario AS-თან საუბრობს:
“კარგი იქნება, თუ “რეალის” წინააღმდეგ გატანილი ჩემი გოლით “ბარსა” ტიტულს მოიპოვებს. იქ მრავალი წელი გავატარე, “ბარსელონა” და მისი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Diario AS.
“ელ კლასიკოს” 0:2 წაგების შემდეგ, “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა, თუმცა ტელიოს გოლმა და “ბარსელონას” მიერ ლეო მესის პენალტით “რეალ სოსიედადის” დამარცხებამ კიკე სეტიენის გუნდი ისევ ცხრილის სათავეში მოაქცია. “ბლაუგრანას” 58 ქულა აქვს, ხოლო უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” – 56.
კრისტიან ტელიო “ლა მასიაში” 2002-2008 წლებში ირიცხებოდა, 2011-2017 წლებში – პირველ გუნდში თამაშობდა, “პორტუსა” და “ფიორენტინაში” განათხოვრებების შემდეგ კი “ბეტისში” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონაში” ჩატარებულ 86 მატჩში თავი 20 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, საფეხბურთო სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჩერებულია.
როგორ მეიმედებოდით შენ და კუენკა… ☹️
ისე ამან მაგარი გვიჯიგრა მაგ გოლით