workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლაციომ”  ლუის ფელიპეს ფასი დაასახელა

“ლაციომ” ლუის ფელიპეს ფასი დაასახელა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ლაციო” “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, ლუის ფელიპეს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რომაული კლუბი ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, “ბარსას” მიერ 23 წლის მცველში გაზრდილი თანხის გადახდა ნაკლებად სავარაუდოა.

ფელიპე კატალონიური გრანდის რადარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა. “ბლაუგრანას” სჯერა, რომ ლუისი უკანახაზს გააძლიერებს და მომავალში ჟერარ პიკეს შეცვლის, რომელიც უკვე 33 წლისაა.

გარდა ამისა, “ლაციოს” ფეხბურთელს იტალიის მოქალაქეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არაევროპული პასპორტის მქონე მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ადგილს არ დაიკავებს. ასე რომ, ფელიპეს პოტენციური შეძენა ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე გავლენას არ მოახდენს.

ამ სეზონში ბრაზილიელმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში თავი 1 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 16 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 19:25
    #1

    დაამატეთ 20 მილიონი და მოიყვანეთ უპამეკანო