იტალიური Calciomercato-ს ცნობით, “ბარსელონა” რომის “ლაციოსთვის” შეთავაზებას ამზადებს – კატალონიელებს 23 წლის მცველის, ლუის ფელიპეს დამატება სურთ.
ჟერარ პიკე უკვე 33 წლისაა, სამუელ უმტიტის კი ტრავმები აწუხებს. შემადგენლობაში, კლემან ლანგლეს სახით, ერთადერთი სტაბილური ცენტრალური მცველია და “ბარსელონაში” მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს ტრანსფერი აუცილებელია.
ლუის ფელიპემ “ლაციოს” მაისური პირველად 2016 წელს მოირგო, მიმდინარე სეზონში კი თავისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო – სერია ა-ს შეწყვეტამდე, “ბიანკოსელესტი” ლიდერ “იუვენტუსს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა.
“ბარსელონა” აპირებს, იტალიურ კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-დან 40 მილიონამდე ევრო შესთავაზოს.
თავის მხრივ, “ლაციოს” ფელიპეს შენარჩუნება სურს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გამოსასყიდი თანხის მითითებას გეგმავს. ამ შემთხვევაში, ფეხბურთელის შეძენა გაცილებით ძვირი დაჯდება.




უპამეკანო თქვე იდიოტებო უპამეკანო მოიყვანეთ
მაგარი ბიჭია კალჩოს გამოცდილებით. აჩკარიკა ნაძირალამ ეს თუ მოიყვანა უმტიტის დასად ერთერთი წარმატებული ტფანსფერი იქნება მის ეპოქაში
30 მაქსიმუმია ამაში მეტი არ ღირს