workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორია იდეალური “ბარსა” რივალდოსთვის

როგორია იდეალური “ბარსა” რივალდოსთვის

რივალდო საკუთარ თანამემამულეებზე, ნეიმარსა და კოუტინიოზე, ხშირად საუბრობს. 2002 წლის მუნდიალის გამარჯვებულს “ბარსას” რიგებში მათი ერთად ხილვა სურს.

ნეიმარის შესახებ

“კლუბს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც სასურველ მომენტში მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს თამაშში და ჩემი აზრით, ნეიმარი სწორედ ასეთი მოთამაშეა.”

“ბარსელონამ” მის ტრანსფერზე მუშაობა კვლავ უნდა განაგრძოს. რამდენიმე წლის წინ გუნდის დატოვება კატალონიური კლუბის ბრალი ნამდვილად არ იყო.”

“მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ვფიქრობ, რომ დროა მოლაპარაკებები განახლდეს. ბრაზილიელი “კამპ ნოუზე” უნდა დაბრუნდეს და კარიერის საუკეთესო წლები აქ გაატაროს.”

კოუტინიოს შესახებ

“ვფიქრობ, რომ კოუტინიომ გუნდში დარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და ხელმძღვანელობა საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს. ამით იგი სწორედ ხასიათის სიმტკიცეს გვაჩვენებს.”

“ბარსელონაში” თამაში უნიკალური შანსია და შესაძლოა კოუტინიოს ბუნდესლიგაში გატარებული პერიოდი მნიშვნელოვან გამოცდილებად გამოადგეს, რათა გამოფხიზლდეს და “ბარსაში” საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.”

რივალდოს საკუთარი თანამემამულე ძალიან უყვარს, მან “ბარსას” ასევე ვილიან ჟოზეს ყიდვაც შესთავაზა, რომელიც ახლა “სოსიედადში” იმყოფება.

ვილიან ჟოზეს შესახებ

“ის ახლა 28 წლისაა და შესაძლოა იდეალური დროა საკუთარი თავის ისეთ დიდ კლუბში გამოსაცდელად, როგორიც “ბარსელონაა.”

“როდესაც მე მასთან ერთად “სან პაულოში” ვთამაშობდი, ის ჯერ კიდევ 19 წლის იყო, თუმცა, იმ განსაკუთრებულ მონაცემებსა და ტალანტს, რაც ევროპაში გამოამჟღავნა, მაშინაც აჩვენებდა.”

ფეხბურთელების გაყიდვა ისეთივე მნიშვნელოვაია, როგორც მათი შეძენა. ახლახანს, მან ლა ლიგის ლიდერებს უსმან დემბელესთან გამომშვიობება ურჩია.

დემბელეს შესახებ

“მას ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ზაფხული “ბარსამ” მის გაყიდვაში ან გაცვლაში უნდა გამოიყენოს. ალბათ, კატალონიელები, ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.”

საკვანძო ფეხბურთელების დარჩენა გუნდის მთავარი ამოცანაა. რივალდომ აქცენტი ლეო მესისა და მარკ ანდრე ტერ-შტეგენის კონტრაქტების გახანგრძლივებაზეც გააკეთა.

გერმანელ მეკარეს უფრო დიდი ანაზღაურება სურს, 47 წლის ბრაზილიელმა კი კატალონიურ კლუბს მარკის სურვილზე დათანხმება ურჩია.

ტერ-შტეგენის შესახებ

“ბარსელონა” მარკ ანდრე ტერ-შტეგენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს და ვფიქრობ, რომ გერმანელმა მეკარემ გაზრდილი ხელაფასი ყოველივე იმით დაიმსახურა, რაც გასულ რამდენიმე წელიწადში კლუბისთვის გააკეთა.”

“ის არის საიმედოობის გარანტი. გუნდის სიძლიერე კი უკანა ხაზიდან მოდის. მან “ბლაუგრანა” ბევრჯერ გადაარჩინა, ძალიან კარგად თამაშობს ფეხით და ვფიქრობ, რომ უკეთესი შემოსავალი ნამდვილად ეკუთვნის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • lesane C
    schedule 17 აპრ 2020, 13:05

    დაასაქმა ძმამ მთელი ბრაზილია :დდ

  • M10 S9 D11
    schedule 17 აპრ 2020, 01:43

    ვილიან ჟოზე და ჟოზეფინა კიდე გატენა გუნდი ბრაზილიელებით

  • Iniesta_8
    schedule 17 აპრ 2020, 00:58

    ბიჭო დანიშნეთ ეს სპორტულ ჟურნალისტად აშკარად უნდა