რიკი პუჩი რომ “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვალავია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა, 20 წლის ფეხბურთელი ვერც ერნესტო ვალვერდეს ნდობით სარგებლობდა და მან თავი ვერც კიკე სეტიენს მოაწონა.
“ბარსელონას” ახალი დამრიგებელი პუჩს დაცვით თვისებებს უწუნებს, ფეხბურთელს კი, განვითარებისთვის, უფრო მაღალ დონეზე თამაში სჭირდება, ვიდრე “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში ესპანეთის მე-3 დივიზიონში ასპარეზობაა.
ასეთ დროს, ფეხბურთელის იჯარით გაშვების ვარიანტი განიხილება, მსურველი კი ბევრია.
Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების სურვილს “აიაქსი”, “სარაგოსა”, “ბეტისი”, “სელტა”, “გრანადა”, ასევე ბუნდესლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდები გამოთქვამენ.
აიაქსი ულაპარაკოდ!!!
Cotaxani saqartveloshia chamosayvani.. xinkali da mwvadit iqneb mozaliandes da damgvanos kacs..
პრემიერ ლიგაში გაუშვით, თავიდან ვერ გაქაჩავს მარა მიეჩვევა თავისზე ორჯერ დიდ ფეხბურთელებთან ჭიდაობას