workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათან სორიანო უკრაინაში?

ჯონათან სორიანო უკრაინაში?

”ბარსელონას” ფილიალის თავდამსხმელმა, ჯონათან სორიანომ სხვადასხვა კლუბებისგან მიიღო შეთავაზებები. მის წარმომადგენელს, ხოსეპ მარი ორობიდჯს შეთავაზებები წყვილ-წყვილად მისდის.

თავდაპირველად ”განტე” და ”ბრუხასი” ცდილობდნენ ფეხბურთელის გადაბირებას, მაგრამ ახლა შეთავაზება კიევის ”დინამოსგან” არის, რომელიც მას წლიურ ხელფასს 1.5 მილიონ ევროს სთავაზობს. მეორე შეთავაზება გააკეთა ”დნეპრმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი ხუანდე რამოსია. ისინი ფეხბურთელს სთავაზობენ ხელფასს 1.2 მილიონი ევროს სახით.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან სორიანო 24 გოლით 37 ტურის შემდეგ, სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირთა სათავეშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში