workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათან სორიანო კატალონიიდან წავიდა

ჯონათან სორიანო კატალონიიდან წავიდა

როგორც იცით, წინა წლის სეგუნდას საუკეთესო ბომბარდირი გახდა “ბარსელონა ბ”-ში მოასპარეზე ჯონათან სორიანო. მის გადასაბირებლად იბრძოდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “ბენფიკა” და “რეინჯერსი”. ავტორიტეტული პრესა კი იუწყება, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ყველას “რედ ბულს ზალცბურგი” ამჯობინა.

 

ფეხბურთელმა, რომელმაც წინა წელს 38 შეხვედრაში 32-ჯერ გამოიჩინა თავი, ავსტრიულ კლუბთან მოაწერა სამწლინახევრიან კონტრაქტს ხელი. ტრანსფერის ფასი 900 000 ევროა, მაგრამ კატალონიური გრანდი ბონუსები სახით კიდევ 200 000 მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ 26 წლის ფეხბურთელის უდიდესი დამსახურებაა “ბარსელონა ბ”-ს წარმატება წინა სეზონში. კანტერის გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა მესამე პოზიციაზე სეგუნდაში, თუმცა წესების თანახმად, ერთი კლუბის წარმომადგენელ ორ გუნდს არ შეუძლია ერთად ასპარეზობა ერთი და იმავე დივიზიონში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში