“ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, Mundo Deportivo-სთან საუბარში, ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის ახასიათებს.
“ფეხბურთში არსებობს ჩანაფიქრისა და მისი აღსრულების ცნება. ფეხბურთელთა უმრავლესობა მომენტის განვითარების სწორ გადაწყვეტილებს იღებს, თუმცა შემდეგ მას რეალობაში ვერ ახორციელებს. მესი კი ორივე აკეთებს.
მას, ასევე, შეუძლია ენერგია გონივრულად გადაანაწილოს, ეს განსაკუთრებულ მოთამაშედ აქცევს. ლეომ იცის თუ როგორ დაისვენოს თამაშისას, რაც საშუალებას აძლევს შვიდი, რვა ან ათი 100-პროცენტიანი მომენტი შექმნას”.
მასკერანო მესისთან არსებულ ურთიერთობასაც შეეხო.
“დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. თუმცა მათთან [ესპანეთში] უფრო რთული ვითარებაა და კარანტინში უწევთ ყოფნა. ახლა მთავარი სხვა პრობლემაა”, – თქვა მასკერანომ.
“ბარსადან” წასვლის შემდეგ ვეტერანმა არგენტინელმა ერთი სეზონი ჩინეთში გაატარა, დღეს კი თამაშს “ესტუდიანტესის” რიგებში აგრძელებს.
მესისთან ერთად +1კაცი გვყავს შეტევაში და -1დაცვაში.პრესინგის თამაში ასე არ გამოვა.
მაგდენი არ ესმის ზოგ-ზოგიერთს დასეირნობს თურმე მოედანზე მაგათი ჭკუით