“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, დეკუმ, აღიარა, რომ მისთვის “ოქროს ბურთი” არ გახლავთ ისეთი ფასეული, როგორც ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
“უკანასკნელ წლებში “ოქროს ბურთი” მხოლოდ ორ ფეხბურთელს შორის თამაშდება, ისინი სხვა მოთამაშეებს აღემატებიან, თუმცა ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ეს ჯილდო არც ისე დიდებულია.
ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გაცვლა “ოქროს ბურთში”? ამაზე არასოდეს მიფიქრია, ისევე როგორც რონალდუს და მესის. რა თქმა უნდა, ყველა ისურვებდა “ოქროს ბურთის” მოგებას, მაგრამ ამ ჯილდოს გუნდურ ტიტულში ნამდვილად არ გავცვლიდი.” – განაცხადა, დეკუმ.




ლეგენდა💟💟💟
ეს ერთად აღებული ჯობს ახლა ჩვენს ნახევარდახვას
ხო და იმიტომაც არა გაქვს.
დეკუ ბარსაში ხო მაგარი იყო ძაან მარა აი პორტოში ვისაც არ გაქვთ ამის თამაში ნანახი ნახეთ😱ტიპი საერთოდ ყველაფერს აკეთებდა😎ძაან კლასნი იყო❤