workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიცი: ბრეითუეიტი გულშემატკივართა აღიარებას თანდათან მოიპოვებს

პიცი: ბრეითუეიტი გულშემატკივართა აღიარებას თანდათან მოიპოვებს

“ვალენსიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხუან ანტიონიო პიცი, რომელსაც ფეხბურთელის რანგში “ბარსელონას” რიგებშიც უთამაშია, მარტინ ბრეითუეიტზე საუბრობს. მის სიტყვებს Marca ციტირებს.

“რეალურად, მისთვის მხოლოდ ის არ შეცვლილა, რომ სეზონის მეორე ნახევარს სხვა გუნდში გაატარებს. მან, ასევე, შეიცვალა ქალაქი, გუნდელები და სათამაშო სტილი. ყოფილი გუნდი უმაღლეს ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძოდა, სადაც დიდი თავისუფლება არ ეძლეოდა, ახლა კი იგი მსოფლიოს საუკეთესოთა გვერდით თამაშობს.

ადაპტაციის გავლას დრო სჭირდება, იგი კი ამას წარმატებით ახერხებს. როგორც წესი, არსებობს გარკვეული ვადები ფეხბურთელისთვის, რომელიც გუნდს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

“ბარსელონას” იმ თამაშებში, რომელსაც თვალი მივადევნე, დავინახე, რომ იგი ენერგიულად და კარგი განწყობით თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ის გულშემატკივრის მხრიდან აღიარებას თანდათან მოიპოვებს” – განაცხადა პიციმ.

ხუან ანტონიო პიცი “კამპ ნოუზე” 1996-1998 წლებში ასპარეზობდა. მან 48 ჩატარებულ შეხვედრაში 11-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2020, 20:39
    #2

    არაა ცუდი ფორვარდი , სისწრაფეც აქვს მყარად დგას და დაგეშილია კარზე პლიუს თავზეც კარგია.

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 14:45
    #1

    იმედია დაიტოვებენ და არ გაყიდიან მშვენიერი იგროკია