“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხუან ანტონიო პიცი მილანის “ინტერის” არგენტინელ შემტევზე, კატალონიური კლუბის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეზე, ლაუტარო მარტინესზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი თანამემამულე “ბლაუგრანას” შესანიშნავად მოერგებოდა.
“ლაუტარო პროტოტიპული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიცვალა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში. მასში სერხიო აგუეროს ვხედავ.
მარტინესმა “რასინგსა” და ეროვნულ ნაკრებში თავისი თვისებები უკვე გამოავლინა. ვფიქრობ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას აქვს სტილი ისეთი მოთამაშისა, რომელიც “ბარსელონას” იდეალურად ერგება.
ლაუტაროს დადებითი მხარე ისაა, რომ ის ძალიან მაღალ დონეზე გამოიყურება სერია A-ში, რომელიც ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში შესანიშნავად თამაშობს, იმავეს გაკეთება ყველგან შეუძლია”, – ციტირებს პიცის სიტყვებს Marca.
ბიჭოო გრიზმანი ვერ მოერგო ბარსას და ეს ლაუტარო ვინ ჩემი ფეხებია
და რა იყო?:დ
უდინეზეს სანჩესზე დაბალი დონე 🙂
რაო? დდდ სანჩესი ბარსაში საოცარი იყო! ტყუილად კიარ გადაიხადა მაშინ არსენალმა 45 მილიონი🤣არსენალშიც მშვენიერი იყო პირველ წლებში))) ნეიმარის ტრანსფერს შეეწირა სანჩესი უბრალოდ
და რა იყო?:დ
უდინეზეს სანჩესზე დაბალი დონე 🙂
და რა იყო?:დ
სერია A-ში აგერ ალექსის სანჩესიც დაფრინავდა, მაგრამ ბარსელონაში კი ვნახეთ, რაც იყო 🙂