Sport: “ბარსელონას” არცერთი დირექტორი აღარ დატოვებს

Sport: “ბარსელონას” არცერთი დირექტორი აღარ დატოვებს

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები აღარ იგეგმება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კატალონიური კლუბის 6-მა დირექტორმა კრიზისისა და სოციალურ ქსელებში გაყალბებული ანგარიშების საქმის გამო დაკავებული თანამდებობები დატოვეს. მათ შორის არიან ვიცე-პრეზიდენტები – ემილი რუსო და ენრიკე ტომბასი, რომლებსაც “ბარსას” პრეზიდენტთან, ჟოზეპ მარია ბართომეუსთან კონფლიქტი ჰქონდათ, ასევე, დირექტორები – სილვიო ელიასი, მარია ტეიშიდორი, ჟოზეპ ფონტი და საბჭოს მდივანი – ჟორდი კალსამილია.

კატალონიური წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” უახლოეს მომავალში დარჩენილი 13 დირექტორიდან არავინ დატოვებს. ყველა მათგანი ბართომეუს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • me da barca
    11 აპრ 2020, 22:09

    დიქტატურის ნიშნებიც მაგაშია, მოიშორო ის, ვინც არ გაწყობს და დატოვო ის, ვინც შენს დაკრულზე იცეკვებს.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    11 აპრ 2020, 19:35

    არავინ იცის ვინ როდის დაახვევს გუნდიდან, არც ამათ წასვლას ველოდებოდით,მაგრამ დატოვეს პოსტები,ასე რომ თავზე დაემხობა ჩმორთუმეოს დირექტორთა საბჭო და მალე მოშორდება გუნდს. მისი 5 წლიანი მმართველობა კი ისტორიის სანაგვეზეა მოსასროლი,მაგის ჩანერგილი დედა მიაცენზურა რამოსმა.