“მე სამხილები მაქვს”: რუსო “ბარსელონას” განცხადებას პასუხობს

“მე სამხილები მაქვს”: რუსო “ბარსელონას” განცხადებას პასუხობს

“ბარსელონას” განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, საბჭოს ყოფილმა წევრმა, ემილი რუსომ, უმალ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვების დასადასტურებლად ფაქტებისა და სამხილების მოყვანა შეუძლია:

“რაც მე ვთქვი, კარგად ჩამოყალიბებული აზრია. მე სამხილი მაქვს. ეს სარჩელი მუდმივი არაა და საბოლოოდ არც განხორციელდება. ჩემი მისამართით ჩივილი შეგიძლიათ და თუ გსურთ, თქვენი ნებაა”: ციტირებს რუსოს სიტყვებს Mundo Deportivo.

“ეს გაფრთხილება არაა, მე არავის ცილისწამებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვადასტურებ, რომ თანხები გადაჭარბებული რაოდენობით იხარჯება.”

“თუ შესაბამისი სამსახურები ამას გაარკვევენ, ისინი დაადასტურებენ, რომ ჩივილის არანაირი მიზეზი არ არსებობს და თუ მაინც, გადაწყვეტთ ჩემს, ცილისწამების ბრალდებით, დადანაშაულებას, ეს მე საერთოდ არ გამაღიზიანებს. პირიქით, სამხილების ჩვენების შესაძლებლობა და რეალობის დამტკიცება შემეძლება.”

როგორც იცით, 9 აპრილს “ბარსას” ბორდის ექვსმა წევრმა თანამდებობდა დატოვა. ემილი რუსოს გარდა, მათ შორის იყვნენ: ენრიკე ტომბასი, სილვიო ელიასი, ჟოზე ფონტი, მარია ტეიშიდორი და ჟორდი კასტალმილია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • FloweN
    11 აპრ 2020, 02:02

    ფეხბურთელები მეცოდებიან ასეთ სიტუაციაში რო უწევთ თამაში…

  • M10 S9 D11
    11 აპრ 2020, 01:00

    ოპა ოპა. ოპაა იძაბება სიტუაციაა