“ბარსელონა” ექვსმა დირექტორმა დატოვა

“ბარსელონა” ექვსმა დირექტორმა დატოვა

“ბარსელონა” ექვსმა დირექტორმა დატოვა. გათავისუფლების შესახებ განცხადება შეიტანეს და კლუბსაც დაემშვიდობნენ. ბართომეუმ თავისი გაიტანა, “ბარსა” ემილი რუსომ, ენრიკე ტომბასმა, სილვიო ელიასმა და ჟოზეპ პონტიმ დატოვეს.

როგორც La Vanguardia ავრცელებს, მათ შეუერთდნენ მარია ტეიჩიდორი და ჟორდი კალსამილია. მათი გათავისუფლების შემდეგ, საბჭო 19 წევრიდან, 13-მდე შემცირდა. ექვსივე დირექტორმა, საერთო გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

“გვსურს გაუწყოთ, რომ “ბარსელონას” დატოვების შესახებ, პრეზიდენტს უკვე შევატყობინეთ. ჩვენ ამ დღემდე ისე მოვედით, რომ არ გვქონია შესაძლებლობა, კლუბში ვითარება შეგვეცვალა და პოსტპანდემიური გამოწვევისთვის ღირსეულად გვეპასუხა. ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, ჩვენს იმედგაცრუებას, სოციალურ ქსელში აგორებული სკანდალის გამო, ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ პრესიდან შევიტყვეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, ბართომეუს მხრიდან, აბსურდული ბრალდება მოგვეხსნას. უკანასკნელი რეკომენდაციის სახით, ხელმძღვანელობას ვურჩევთ, რომ როგორც კი სიტუაცია შეიცვლება, ჩაინიშნონ არჩევნების თარიღი, ვფიქრობთ უახლოეს მომავალში, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. 

და ბოლოს, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც ძალა და ენერგია არ დაიშურეს იმისათვის, რომ “ბარსელონას” საუკეთესო შედეგებისთვის მიეღწია.”

VISCA EL BARCA!

პატივისცემით,

ემილი რუსო პარესი, ენრიკე ტომბას ნავარო, მარია ტეიჩიდორ ჟუფრესა, სილვიო ელიას მარიმონი, ჟოზეპ პონტი ამენოსი, ჟორდი კალსამილია ბლანკაფორტი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • geobcn33
    10 აპრ 2020, 16:44

    ციტატა: პავლოვიჩი56
    ბართომეუს ციხე არ აცდება,არა….თუ ხალხმა არ ჩაქოლა. ძალიან დაბოღმილი-გაღიზიანებულია გულშემატკივარი.


    როგორც როსელს ახეხინეს ვირის აბანო, ეს აჩკარიკაც როსელის გველისწიწილია!

  • barcelonafanlasha
    10 აპრ 2020, 15:32

    ეს ვირთხა ნელ ნელა და მტკივნეულად ახორციელებს მეორე ვირთხის მითითებებს სახელად პერესი…

  • Giorgi99
    10 აპრ 2020, 15:30

    ციტატა: Philippe Coutinho 7
    Messim instagramze dado story warwerit "Fake news" da ra ewera ro gadatargmnot shegidzlliat?


    ინტერზე დაწერა რომ არ გადადის და მოგონილია ასევე რონალდინიოზე როცა
    დაიჭირეს , ვითომ 1.6 მილიონი გადაიხადა და ტყუილია.

  • პავლოვიჩი56
    10 აპრ 2020, 15:16

    ბართომეუს ციხე არ აცდება,არა….თუ ხალხმა არ ჩაქოლა. ძალიან დაბოღმილი-გაღიზიანებულია გულშემატკივარი.

  • me da barca
    10 აპრ 2020, 14:45

    ცუდ გზას ადგას ეს აჩკებიანი გველი, ქვეწარმავლებში ესეთი კობრაა.

  • M10 S9 D11
    10 აპრ 2020, 13:37

    არ უწერია ბართომეუს დიდი დრო პოსტზე

  • Andres_Iniesta
    10 აპრ 2020, 11:51

    იმენა ტიპი ბიძინაა ივანიშვილია

    გაანადგუურა გუნდი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    10 აპრ 2020, 11:02

    თავზე დაემხო გუნდი და იქნებ მიხვდეს და წაეთრას.