ლიონელ მესი “ინტერის” შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

ლიონელ მესი “ინტერის” შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს ბოლო დროს “ინტერს” ხშირად უკავშირებენ. ყველაფერი “ნერაძურის” ყოფილი პრეზიდენტის, მასიმო მორატის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ იტალიელებს ლიონელ მესის შეძენა შეუძლიათ.

აღნიშნულზე დაყრდნობით სხვადასხვა გამოცემაში ბევრი ჭორი გავრცელდა. როგორც ჩანს, არგენტინელი შემტევი ტყუილებმა გააღიზიანა და საქმეში Instagram-ის პირადი გვერდი ჩართო.

“ბლაუგრანას” ვარსკვლავმა 2 ფაქტი ნათელი გახადა.

1. პირველი TNT Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც არგენტინელი ლეგენდა და ტიაგო ალმადა, რომელიც “ველეს სარსფილდში” ასპარეზობს, მილანის “ინტერში” გადავლენ.

2. რაც შეეხება მეორე ჭორს, მესიმ უარყო, რომ მან რონალდინიოს გირაო (1.5 მილიონი ევრო) გადაიხადა, რომელიც პარაგვაის ციხიდან გუშინ გამოვიდა და შინაპატიმრობაში გადავიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • Mes cue un club 1899
    09 აპრ 2020, 23:58

    Lo que dijeron En esto mismo medio sobre newels hace unas semanas tambien era falso Menos mal que Nadie les cree აშკარაა რო საიტი ვერ მუშაობს ნიუსებზე ერთი საათით ადრე მე ვნახე ეს პოსტი და დავწერე კიდეც მაგრამ მაინც ჯიგრები ხართ რომ საქართველოში ყველაზე მაგარი საფეხბურთო საიტი ბარსელონაში ♥️♥️♥️

  • M10 S9 D11
    09 აპრ 2020, 23:32

    მაგ სისულელეების ისედაც არავის სჯეროდა

  • Messiah
    09 აპრ 2020, 22:47

    ამ ფეიკ ნიუსებზე და ცილისწამებაზე დედის…ვნა უნდა იყოს … ნა…უი ციხეში და დაისვენებენ ეგრევე გვარამიასნაირები რომლებიც უცხოეთშიც მრავლად ყოფილან