workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ედუარდო კამავინგას “რენში” დარჩენისკენ მოუწოდებენ

ედუარდო კამავინგას “რენში” დარჩენისკენ მოუწოდებენ

“რენის” 17 წლის ტალანტი ედუარდო კამავინგა, რომელსაც “ბარსელონა” გასული წლის სექტემბრიდან აკვირდება, სავარაუდოდ, ზაფხულში მის ამჟამინდელ კლუბს არ დატოვებს.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “რენის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟულან სტეფანმა, ახალგაზრდა ნახევარმცველს ურჩია, დიდ კლუბში გადასვლამდე ფრანგულ გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩეს. სპეციალისტის აზრით, იმისათვის, რომ კამავინგა სწორად განვითარდეს, ნიჭიერმა ფეხბურთელმა, ჯერჯერობით, “რენი” არ უნდა დატოვოს.

ედუარდო კამავინგა, Transfermarkt-ის მიხედვით, დღეისათვის 18-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. ცნობილი ინტერნეტპორტალი წარმოშობით ანგოლელ ამომავალ ვარსკვლავს 42 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • shu1987
    schedule 09 აპრ 2020, 17:09
    #2

    ციტატა: Messi101
    ეს რეალში მიდის კონტრაქტი შეათანხმა თან ზიდანის ფაქტორია


    https://goal.ge/news/143085-ra-shemtxvevashi-sheecdeba-reali-kamavingas-shedzenas.html
    საიდან მოგაქვთ რომ შეათანხმა ყველა ჭორს რატო უჯერებთ. არაფერი შეუთანხმებია სიტყვიერად ბარსასთანაც ქონდა შეთანხმებული რომ არა კორონა უკვე გაფორმებული იქნებოდა.

  • Messi101
    schedule 09 აპრ 2020, 13:22
    #1

    ეს რეალში მიდის კონტრაქტი შეათანხმა თან ზიდანის ფაქტორია