გუშინ AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” ტალანტით, სეზარ ჟელაბერტით დაინტერესდა. Tribuna გვთავაზობს 5 საინტერესო ფაქტს, რომლებიც “ბლაუგრანას” სამიზნის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობა
სეზარ ჟელაბერტი ამჟამად “კასტილიაში” თამაშობს. “ბარსამ” მისი შეძენა 2015 წელს უკვე სცადა, თუმცა უშედეგოდ. კატალონიელებს შეეძლოთ, 19 წლის ფეხბურთელისა და მის ამჟამინდელ კლუბს შორის სავარაუდო კონტრაქტზე მოლაპარაკებები თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ.
ამომავალი ვარსკვლავი
ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ესპანეთის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. ექსპერტები ჟელაბერტს, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბუნებრივია, “ბარსელონა” არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც ნიჭიერ მოთამაშეს აკვირდება. მისით “არსენალი”, “ლიონი” და “დორტმუნდიც” ინტერესდებიან.
კარგი სახელი ევროპაში
“დორტმუნდი” და “არსენალი” ესპანელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი თამაში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე იხილეს. სეზარმა, ჯეიდონ სანჩსა და ალექსანდერ ისაკის მსგავსად, რომლებმაც რთულ თამაშებში თავი გამოიჩინეს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
რთული ტრავმა
ჟელაბერტმა 2018 წელს პრე-სეზონამდე ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. მას წინასასეზონო მომზადება “რეალის” პირველ გუნდთან უნდა გაევლო. ახალგაზრდასთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სეზარს რთულ პერიოდში პირადად ესტუმრა “თეთრების” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
სიძლიერე და თამაშის სტილი
სეზარ ჟელაბერტი მემარჯვენე ნახევარმცველია. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მრავალფეროვნებაა. ნიჭიერი ფეხბურთელი ყველაზე ეფექტური ცენტრშია, თუმცა მას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შესანიშნავად თამაში შეუძლია.
ახალგაზრდა მოთამაშე ტექნიკის მხრივაც გამორჩეულია. ის ბურთით ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება. მას შეუძლია, მეტოქეს გვერდი ადვილად აუაროს. აღსანიშნავია სეზარის გამთამაშებლური ნიჭიც – ესპანელს შეუძლია, დროულად გააკეთოს ბოლო პასი და თავადაც დაასრულოს შეტევა.
ანუ ლოპეტეგი რონალდო სავიოლა ლაუდრუპი ეტო და ენრქიკე ყ** ბი არიან? 😀
ჯერ ერთი არ გვჭრდება მერე კიდე პერესი არ მოგვყიდის სულ რო ვერ ითამაშოს ამან რეალში
რეალიდან არავინ გვინდა ფეხბურთელი რომელიც ან ბარსას გაცვლის რეალში ან პირიქით ერთი დიდი სამი ასოა