workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩელსი” ბოლომდე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე გადაერთვება

“ჩელსი” ბოლომდე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე გადაერთვება

კატალონიური გამოცემის, Diario Sport-ის აზრით, ჯეიდონ სანჩო, შესაძლოა, “ბარსას” ფილიპე კოუტინიოს გაყიდვაში დაეხმაროს.

ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ლონდონის “ჩელსის” ინტერესთა სფეროში დიდი ხნის განმავლობაში ექცეოდა, თუმცა ინგლისელი საკუთარ თავს “სტემფორდ ბრიჯზე” ვერ ხედავს და “”ლურჯების”” რიგებში ყოფნას “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშს არჩევს.

აქედან გამომდინარე, Diario Sport ირწმუნება, რომ “ჩელსი” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე გადაერთვება.

ბრაზილიელი ამჟამად მიუნხენის “ბაიერნში” იჯარის წესით იმყოფება. გერმანელებს მისი საბოლოო გამოსყიდვა 120 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ფილიპე “კამპ ნოუზე” დაბრუნდება.

გავრცელებული ჭორების თანახმად, “ბარსა” მის შენარჩუნებას არ აპირებს და ზაფხულშივე ეცდება გაყიდვას 80-90 მილიონი ევროს ფარგლებში, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია 2018 წელს “ლივერპულისთვის” გადახდილ თანხაზე.

როგორც ცნობილია, “ჩელსის” კოუტინიოს აგენტთან საიდუმლო მოლაპარაკებები მანამდეც ჰქონდა. 

ბრაზილიელის ტრანსფერით, “ლურჯების” გარდა, “ტოტენჰემი”, “ლესტერი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იყვნენ დაინტერესებულნი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Lasha71
    schedule 06 აპრ 2020, 02:35

    დავიჯეროთ?

  • B.A.r.c.A
    schedule 05 აპრ 2020, 11:35

    არსენალი დახატავდა არადა ამას

  • M10 S9 D11
    schedule 05 აპრ 2020, 00:08

    ძალიან კარგი გამოუშვით 100 მილიონი

  • mesi_10
    schedule 04 აპრ 2020, 23:36

    არადა ერთ დროს როგორ გვინდოდა დემბელეს და კოუტინიოს ხილვა ბარსას მაისურებით და ეგ ოცნებაც ავისრულეთ თუმცა რა შეიცვალა მათი მოსვლით ? არადა სამას მილიონამდე დაიხარჯა რაც კოლოსალური თანხაა და წესით როცა გუნდი ასეთ დიდ თანხას ხარჯავს შემადგენლობის გასაძლიერებლათ შედეგი აუცილებლათ უნდა დადოს სეზონის ბოლოს მარტო ლა ლიგა არაა საკმარისი რაც მთავარია იმას ვერ ვიგებთ უკვე წლებია… დემბელეს ტრამვებმა ტვინი წაიღო კოუტინიო რიგითი ფეხბურთელივით იყო გუნდში და ამ ყველაფრის შემყურე ის დროც დადგა რო კოუტინიო რაც შეილება მალე გაყიდონ თუნდაც ნახევარ ფასად რაც ძალიან საწყენია იგივეს ბედი ელის ალბათ დემბელესაც მათში თავის დროზე გადახდილ თანხას ახლა არცერთი გრანდი არ გადაიხდის და ნახევარ ფასებათ კი ბატონო უბრალოთ ზარალია და ბარსას ფინანსური მენეჯმენტი საერთოთ ძალიან დაბალ დონეზეა.