ავტორიტეტული გამოცემის, ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სატრანსფერო სტარტეგიის შეცვლა მოუწევს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისია.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” ახალი პრიორიტეტები იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტების ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებათ. კატალონიელები, ფაქტობრივად, გადაერთვებიან თავისუფალ აგენტებზე, რომელთა დამატებასაც კლუბი უფასოდ შეძლებს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” შიშობს, რომ სეზონის შეწყვეტის გამო დიდ ზარალს ნახავს. კატალონიელებს, კრიზისამდეც კი, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესყიდვებისთვის 140 მილიონი უნდა გამოეყოთ.
გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანას” ახალგაზრდა ცენტრალური და მარჯვენა მცველების, ნახევარმცველის, თავდამსხმელისა და გარემარბის დამატება უნდა.
რაც შეეხება კლუბის მთავარ სატრანსფერო სამიზნეებს, ლაუტარო მარტინესსა და ნეიმარს, რომლების ყიდვაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშრებული, ESPN ისევ ეჭვობს, რომ “ბარსა” ორივე მათგანს შეიძენს.
როგორც ცნობილია, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” თავისფალი აგენტების სტატუსით, შესაძლოა, 3 ფეხბურთელი დაიმატონ. ესენი არიან: ვილიანი, ლაივინ კურზავა და ტიაგუ სილვა.
ESPN-მაც იცისს ბარსას გეგმები?
კურზავა უეჭველი.უპამეკანო თუ ვერ მოიყვანეს დატოვონ უმტიტი.ნეიმარი მოიყვანონ.ნეტუ,ფირპო,რაკიტიჩი,ვიდალი,დემბელე-ესენი გასაყრელია სუყველა
სენსი ძალიან მოუხდებოდა და ლაუტაროზე რომ ჩაიციკლნენ, ინტერს გაუცვლიდა ჭკვიანი კაცი ვიდალი+რაკიტიჩში ან კოუტინიოში
24 წლისაა, ძალიან ტექნიკური, ჭკვიანი და პასის კულტურის მქონე, ტაქტიკურად განსწავლული
ბუსკეტსის გარდა არტური(23),ფრენკი(23),სენსი(24),პუჩი(21) იქნება გუნდის გაახალგაზრდავება ისე, რომ არ დასუსტდეს
5 შუახაზელი+რობერტო გაჭირვების შემთხვევაში
ესენი არ ვიცი მაგრამ სენსის ვიყიდიდი მე რაღაც ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და მგონი მოუხდებოდა ბარსას
1. 9-იანზე ახალი ვინმეს არმოყვანა ნიშნავს ფატისადმი ნდობას და ჯეკას სრულფასოვან შემცვლელად მომზადებას. ჯეკამ იცის, რომ 33 წლის ასაკში დიდხანს ვეთარ გაქაცავს ბარსას დონეს, ცვლა სჭირდება და ამისთვისაა საუკეთესო ანსუ, საშუალო სიმაღლის სწრაფი,ტექნიკური ფორვარდი, რომელიც თავითაც მშვენივრად თამაშობს, თუ საჭიროა ფლანგზეც გადაიწევს და პრობლემაც არ შეიქმნება
2. ფრანციშკუ ტრინკაუ არის უნივერსალი შემტევი, ცაციაა და ლეოს დუბლიორი+სხვადასხვა პოზიციებზე შეტევის გასაძლიერებლად გამოდგება, რომ 2-3 წელში ძირითადის წევრიც თავისუფლად გახდეს
3. დემბელეს დაბრუნება მაინც უნდა ვივარაუდოთ, ასე თუ ისე, 1 შანსი კიდევ უნდა მიეცეს. თუ დაბრუნდა და დასერიოზულდა, მაშინ შემცვლელი დასჭირდება უფრო ვეტერანი, რომელიც დასვენების საშუალებას და ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში როტაციის საშუალებას მისცემს (ასეთია ვილიანი, რომელიც ორივე ფლანგზე იმუშავებს და თუ საჭირო გახდა, უკანაც დაიწევს, შუა ხაზის დასახმარებლად)
ამ შემთხვევაში, გრიზმანი და ბრაითვაიტი რჩებიან თამაშგარეში და მათი გაყიდვა არის მიზანშეწონილი (ნუ 120 მილიონი ზედმეტი იყო, მაგრამ არავინ დააბრუნებს მაგ თანხას)
4. ცენტრში ვიდალი და რაკიტიჩი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 90 წუთიან სათამაშო დროს ითხოვენ (უფრო არტურო), არადა უკვე ძველ ფორმაში არც ერთი არაა, განსაკუთრებით რაკიტიჩი
ბუსკეტსი,ფრენკი და არტური არიან ხელშეუხებლები ამ ეტაპზე. საჭიროა ინის სტილის შუახაზელი (სამწუხაროს ასეთი არც რაკიტიჩია, არც ვიდალი და არც სხვა რომელიმე) ვერც ალენია და ვერც რობერტო (რომელიც უკან სემედოსთან როტაციაში და გაჭირვების დროს ყველგან გადასასროლად არის საჭირო) ისევ უნდა დავუბრუნდეთ რიკი პუჩის ვარიანტს, რომელმაც ბურთის კონტროლი, მოძრაობა, სწრაფი გადაადგილება და ტრიალიც იცის და პასიც კარგი აქვს
რამდენად მოზანშეწონილია არტური-ფრენკის გარდა პუჩი-კოლადოს ნდობა შუა ხაზზე?
არის ბუსკეტსი, ძალზედ გამოცდილი, არტური 24 ხდება,ფრენკი 23, ანუ ახალგაზრდები არიან, მაგრამ უკვე საკადრისი გამოცდილებით და ღლაპები აღარ ეთქმით, ამიტომ 3+2 შუახაზელი (+3 უნივერსალი, რობერტო,ვილიანი+ტრინკაუ გაჭირვების შემთხვევაში) უკვე ნიშნავს არჩევნის ქონას და გრძელ სკამსაც
5. დაცვას რაც შეეხება, კურჟავას მოსვლა მშვენიერია, სწრაფი,კლასიანი და აგრესიული ლატერალია, რომელიც ალბას არაფრით არ ჩამოუვარდება ამ ეტაპზე. კუკურელას დაბრუნება შეიძლება ვიფიქროთ 2-3 წელში, ალბა რომ დააპირებს წასვლას (ან ვინმე უფრო ნიჭიერი გამოჩნდება). მარჯვენა ფლანგზე გასაგებია, 2 კაცი ერთმანეთთან მიახლოებული +_- ებით
ცენტრი კი თუ სილვა სკამისათვის დაემატა გუნდს, თანაც უფასოდ, მაშინ ეს არაფერს არ გააფუჭებს
პიკეს შეცვლის, როცა წითელს აირტყამს, ან როცა მსაჯთან ჭყიპინისათვის დისკვალიფიკაციას აიკიდებს
აბიდალ დატოვე პოსტი სასწრაფოდ
ბებრები არ გვინდა, შრკინიანი ან უპამენკო მოიყვანონ 50-70 მილიონის ფარგლებში, კოუტინიო დააბრუნონ ან ვინმე ახალგაზრდა ვინგერის ტრანფერში ჩართონ, რაკიტიჩი გაუშვან და ერთი მაგარი ცენტრალური ნახევარმცველი მოიყვანონ, უმტიტი გაყიდონ და საკმარისი იქნება, ფულიც არ დაეხარჯებათ ძაან ბევრი, კოუტინიო უმტიტი და რაკიტიჩი ჯამში 140 მილიონი ხო მაინცაა+ დემბელე თუ გაყიდეს 200მდეც ავა, რაც მცველის შემტევის და ნახევარმცველის საყიდლად საკმარისია.ხო კიდე ტოდიბო დააბრუნონ და ფატის მეტი დრო მისცენ,იქნება ამართლებენ და აღარ გადაყარონ ტყუილად კიდევ 100 მილიონები, კურზავაც მოვიდეს თუ უფასოა სხვა შემთხვევაში არა. ცენტრში ადგილი სუამ და გრიზმანმა გაიყონ, მესიმ კიდე ფალნგზე უნდა გადაინაცვლოს ზოგჯერ მაინც, სულ ცენტრიდან რო უტევს სადაც მცველების და დაყრდენების მთელი კოლონა ხვდება
ამ ფონზე, ამ შემადგენლობის პირობებში ვფიქრობ, რომ ჭკვიანური იქნება
1. კურჟავა ფლანგზე არის ძალიან კარგი, კლასნი,სწრაფი,აგრესიული… საკმაოდ გამოცდილი და ასაკიც საუკეთესო აქვს, ალბას სკამზე დასმაც არ იქნება ტრაგედია და მისი ტრამვის შემთხვევაშიც საშინელება არ მოხდება, სრულფასოვნად შეცვლის, თუ უკეთესადაც არა (რადგან ალბა ასაკში შედის)
2. ტიაგო სილვა, თუკი უმთითის გაყიდვას უპირებენ (ასეთი სუნი დგას), მაშინ ვინმე გამოცდილი და კლასნია საჭირო პიკეს ჩასანაცვლებლად, როდესაც ბარათს აიღებს ჭყიპინისათვის ან უხეშობისათვის, ან როცა ლენგლე იყასბებს…. ბარსა ბ-დან 1- 2 სეზონში აუცილებელია ნიჭიერი ბიჭების გამონახვა და დაწინაურება, მანამდე სილვა იდეალურად გადაატანინებს ამ ძველ გვარდიას ყველა გამოწმევას
3. ვილიანი, რომელიც მემარჯვენეა, მაგრამ ორივე ფლანგზე თამაშობს, შეუსველებლად დარბის და ძალიან ტექნიკურიცაა, დარტყმაც კარგი აქვს. დემბელეს შეცვლის ხოლმე ფლანგზე, მეფეს დაასვენებს როდესაც არც თუ ისე მნიშვნელოვანი მატჩია და საშუალებას მისცემს ანსუს, რომ 9-იანზე ჯეკასთან როტაციაში ითამაშოს
აქედან რა გამოდის? გასაყიდი იქნება რამდენიმე ფეხბურთელი
1. ფირპო, 2. უმთითი, 3. რაკიტიჩი, 4. ვიდალი, 5. კოუტინიო, 6. გრიზმანი, 7. ბრაითვაიტი
15+55+15+15+60+75+15 ამითი რეალისტები რომ ვიყოთ, ეს თანხა გათავისუფლდება, ანუ 250 ლიმონი (ეს მიახლოებითი თანხაა) ამას დამატებული კუკურელა-ალენია-რაფინიას ტრანსფერებიდან დამატებული
ფლანგებზე 2-2 თანაბარი ძალის ლატერალები, ცენტრი ოდნავ მობერებული, მაგრამ ძალიან გაოცდილი და 2 სართულზე უშეცდომო ( + ახალგაზრდა არაუხო და კუენკა ბარსა ბ-დან)
ცენტრში ბუსკეტსი,არტური,დე იონგი და პუჩი, ასვე ალექს კოლადო
წინ კი ვიცით რა და როგორ
აბიდალისგან რას უნდა ელოდოს გუნდი კარგს ??? ესეც და ბართომეუც ცდილობენ დიდხანს სკამის შენარჩუნებას და გუნდს ანგრევენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაღა დროს ბებრებია ტოო თან ისეთების დიდი ხელფასები რო უნდათ, ჩემი ხედვა ასეთია : კოუტინიო უნდა დააბრუნონ და ცენტრში ათამაშონ სადაც მისი ადგილია. ამ ეტაპზე ბარსელონას არც ჭირდება 100 მილიონიანი ტრანსფერები, ვინც საყიდია ამ ეტაპზე გუნდმა სტაბილურობა რომ დაიბრუნოს არის უპამეკანო და ვანდებეეკი , არცერთი არ ღირს 60-70 მილიონზე მეტი, პლიუს ტოდიბო დააბრუნონ და არაუხო დააწინაურონ, ლაუტაროო გაიძახით და ამ ეტაპზე ამ კრიზისის დროს რად გინდათ ჯერ არ შემდგარი ფეხბურთელი რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა ფორვარდია თუ ფორვარდის დამხმარე 111 მილიონად???? ჩემი აზრით უნდა გაყიდონ: 1) ვიდალი-25-30 მლ, 2) რაკიტიჩი-20-25 მლ, 3) უმტიტი-50-60 მლ, 4) გრიზმანი-100-120 მლ, 5) ბუსკეცი(სკამზე)ან-30-40 მლ, 6) პიკე(სკამზე ) ან- 25-35 მლ, 7) სუარესი(სკამზე ერთი სეზონი ძირითადშიც ჩაანაცვლებს ხოლმე)ან -35-45 მლ , 8)ნეტუ-40-50 მლ. ეს სასტავი გუნდს რომ მოშორდება სხვებს ისე ათამაშებს მწვრთნელი როგორც უნდა დაასხამს კიდეც ამათ ვინც ჩამოვთვალე რობერტო მიამატე თუმცა არ აქვს პრეტენზია და სკამზე ეგდოს, ამ ხალხს კიკე კიარა გვარდიოლაც რომ დააბრუნო ვერაფერი გააცოცხლებს და იმხელა ხელფასებს იღებენ გუნდს ნამდვილად გამოუთავისუფლდება სახსრები სხვა რამეებისთვისაც თუნდაც ახალგაზრდებისთვის, კამანდა ასეთი უნდა იყოს მომავალი წლიდან: 1)შტეგენი(ბარსა ბეს მეკარე ინიაკი პენია მგონი კაი ბიჭია)-2)სემედო(ემერსონი ბეტისიდან ბარსას საკუთრებაა)-3) ტოდიბო(არაუხო)-4) უპამეკანო(ლენგლე)-5)ალბა(ფირპოს მეტი დრო და გაიხსნება არაა უნიჭო)- 6)დეიონგი(ორიოლ ბუსკეცი უნდა დააბრუნონ კაი ბიჭია)-7) არტური(რიკი პუჩი/ალენია)-8) ვანდებეეკი(თუ ვერ იყიდეს მაშინ კოუტინიო დააბრუნონ აუცილებლად/ ალენია უნდა დააბრუნონ)-9) მესი ცრუ ცხრიანი (კოუტინიო დაბრუნდეს უნდა )- 10) დემბელე მარჯვნიდან (ანსუმანე)- 11) ანსუმანე მარცხნიდან(ბრაიტვეიტი) ნუ სუარესი თუ დარჩება ერთი სეზონი ფორვარდად დადგება და მესი მარჯვნივ დემბელე/ფატი მარცხნივ შეიძლება. სხვა ამ ეტაპზე დიდი თანხების უაზროდ გადახდა არის დიდი სისულელე , გაისად მხოლოდ ფორვარდიღა დაჭირდება ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ჰალანდი უნდა იყიდონ აუცილებლად, არანაირი სხვა უაზრო ტრანფერები გუნდს არ უშველის , კიკეს ერთი სეზონი უნდა აცადონ ახალგაზრდებთან უკეთ იმუშავებს ვიდრე ამ ბებრებთან და მერე პეპის დაბრუნებაზე უნდა იჩალიჩონ სიტიდან წავა რადგან სიტის კიდე რაღაც დააკისრესო..