workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ვისი დათმობა მოუწევს “ბარსას” ნეიმარისა და ლაუტაროსთვის

ვისი დათმობა მოუწევს “ბარსას” ნეიმარისა და ლაუტაროსთვის

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსას” ნეიმარისა და ლუტაროს ამავე ზაფხულში დამატება სურს, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება.

Daily Mail კი იუწყება, რომ ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბს 300 მილიონი ევრო დაუჯდება, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. ყველაზე მოსალოდნელი მოთამაშეები კი, რომელთაც ზაფხულში “კამპ ნოუს” დატოვება მოუწევთ, ფილიპე კოუტინო, ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელე არიან. თუმცა, Daily Mail ამ ტრიოს სავარაუდო მომავალ კლუბებს არ ასახელებს.

როგორც წინათ აღნიშნული სიახლეებიდან ვარკვევთ, ფელიპე კოუტინიო “ტოტენჰემ ჰოტსპურისა” და “ლესტერის” რადარებზე გამოჩნდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, კატალონიელები მას 80 მილიონ ევროდ შეელევიან.

რაც შეეხება გრიზმანს, ის, შესაძლოა, ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ. დემბელეს მომავალი კი, ჯერჯერობით, ბურუსითაა მოცული.

უშუალოდ ნეიმარისა და ლაუტაროს ტრანსფერების შედარებისას უნდა ითქვას, რომ ლაუტაროს დამატება უფრო პრიორიტეტულია, ნეიმარის კი სტრატეგიულ სვლად არის “ბარსას” ხელმძღვანელობისთვის აღქმული.

“ბარსელონას” იმედი აქვს, რომ კორონავირუსული ეპიდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პსჟ ნეიმართან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დათანხმდება. დიდი ალბათობით, ფრანგული გუნდის მთავარი მიზანი კილიან მბაპეს შენარჩუნება იქნება, რომელსაც მადრიდის “რეალს” აქტიურად უკავშირებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Lasha71
    schedule 06 აპრ 2020, 01:59
    #9

    პსჟ ძააან გოთვერნები არიან

  • El pistolero 9
    schedule 04 აპრ 2020, 15:00
    #8

    გრიზმანს ხელი არავინ ახლოს!არგვინდა ეს ლაუტარო.ნეტუ,ფირპო,რაკიტიჩი,დემბელე,ვიდალი,უმტიტი-ამათი გაყიდვით დიდი თანხის მოგროვება შეიძლება.უპამეკანო,კურზავა და ნეიმარი.

  • FC BARCELONA
    schedule 04 აპრ 2020, 05:43
    #7
    ter stegen
    Alexanr arnold pique de light alba
    De jong
    Artur coutinho
    Messi suarez neymar

    Suarez-lautaro
    Coutinhob-dembele
    Pique-umtiti

  • B.A.r.c.A
    schedule 04 აპრ 2020, 01:56
    #6

    მგონია რო გრიზმანი ნეიმარის ტრანსფერში ჩასართავად მოიყვანეს მარა არ არის გასაშვები მაგრად შრომობს

  • Fati
    schedule 04 აპრ 2020, 00:23
    #5

    გრიზმანი არაფრის გამკეთებელია ბარსაში სწრაფი ფლსნგის შემტევებიბგვინდა რო შეტევა ასწრსფდეს ზოზინ ზოზინით გადადისნ კონტრშეტევა არ გვაქ ვაფშე თუ ბებერი ლეო არ გსიქცა

  • shu1987
    schedule 03 აპრ 2020, 23:28
    #4

    ბარსელონას არც ჭირდება 100 მილიონიანი ტრანსფერები ამ კრიზისის დროს და ნეიმარის და ლაუტაროს რატო გადაეკიდენ არაფერში ჭირდება გუნდს, ვინც ჭირდება და ვინც საყიდია ამ ეტაპზე გუნდმა სტაბილურობა რომ დაიბრუნოს არის უპამეკანო და ვანდებეეკი , არცერთი არ ღირს 60-მილიონზე მეტი, პლიუს ტოდიბო დააბრუნონ და არაუხო დააწინაურონ, ლაუტაროო გაიძახით და ამ ეტაპზე ამ კრიზისის დროს რად გინდათ ჯერ არ შემდგარი ფეხბურთელი რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა ფორვარდია თუ ფორვარდის დამხმარე 111 მილიონად???? ჩემი აზრით უნდა გაყიდონ: 1) ვიდალი-25-30 მლ, 2) რაკიტიჩი-20-25 მლ, 3) უმტიტი-50-60 მლ, 4) გრიზმანი-100-120 მლ, 5) ბუსკეცი(სკამზე)ან-30-40 მლ, 6) პიკე(სკამზე ) ან- 25-35 მლ, 7) სუარესი(სკამზე ერთი სეზონი ძირითადშიც ჩაანაცვლებს ხოლმე)ან -35-45 მლ , 8)ნეტუ-40-50 მლ. ეს სასტავი გუნდს რომ მოშორდება სხვებს ისე ათამაშებს მწვრთნელი როგორც უნდა დაასხამს კიდეც ამათ ვინც ჩამოვთვალე რობერტო მიამატე თუმცა არ აქვს პრეტენზია და სკამზე ეგდოს, ამ ხალხს კიკე კიარა გვარდიოლაც რომ დააბრუნო ვერაფერი გააცოცხლებს და იმხელა ხელფასებს იღებენ გუნდს ნამდვილად გამოუთავისუფლდება სახსრები სხვა რამეებისთვისაც თუნდაც ახალგაზრდებისთვის, კამანდა ასეთი უნდა იყოს მომავალი წლიდან: 1)შტეგენი(ბარსა ბეს მეკარე ინიაკი პენია მგონი კაი ბიჭია)-2)სემედო(ემერსონი ბეტისიდან ბარსას საკუთრებაა)-3) ტოდიბო(არაუხო)-4) უპამეკანო(ლენგლე)-5)ალბა(ფირპოს მეტი დრო და გაიხსნება არაა უნიჭო)- 6)დეიონგი(ორიოლ ბუსკეცი უნდა დააბრუნონ კაი ბიჭია)-7) არტური(რიკი პუჩი/ალენია)-8) ვანდებეეკი(თუ ვერ იყიდეს მაშინ კოუტინიო დააბრუნონ აუცილებლად/ ალენია უნდა დააბრუნონ)-9) მესი ცრუ ცხრიანი (კოუტინიო დაბრუნდეს უნდა )- 10) დემბელე მარჯვნიდან (ანსუმანე)- 11) ანსუმანე(ბრაიტვეიტი) ნუ სუარესი თუ დარჩება ერთი სეზონი შეიძლება. სხვა ამ ეტაპზე დიდი თანხების უაზროდ გადახდა არის დიდი სისულელე ამ კრიზისი დროს ჩემი აზრით და გაისად ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნება გუნდს მხოლოდ ფორვარდი დაჭირდება და ჰალანდი უნდა იყიდონ აუცილებლად.

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2020, 22:50
    #3

    "უშუალოდ ნეიმარისა და ლაუტაროს ტრანსფერების შედარებისას უნდა ითქვას, რომ ლაუტაროს დამატება უფრო პრიორიტეტულია, ნეიმარის კი სტრატეგიულ სვლად არის "ბარსას" ხელმძღვანელობისთვის აღქმული"
    აი ასჯერ წავიკითხე ეს წინადადება და ვერაფრით მივხვდი, პრიორიტეტულსა და სტრატეგიულს შორის განსხვავება რა არის. ანუ მაინტერესებს რომელი უფრო უნდა ბარსას? ნეიმარი თუ ლაუტარო არ შეიძლება ვთქვათ პირდაპირ?, თუ იცით ვაბშე? ჩემთვის პრიორიტეტული ნიშნავს უპირველესს. აი სტრატეგიული კი ყველამ ვიცით გუნდის მომავლის შედეგებზე გათვლაა.
    ხოდა ამიხსენით ეხლა რომელია აქედან მთავარი, როცა ორივე მთავარს ნიშნავს და საერთოდ პატ. ადმინო თქვენ ნიუსებს ტრანსლეიტით თარგმნით? და მერე შეცდომების გასწორებაზე აღარ მუშაობთ? თუ არ იცით როგორც თარგმნის ეს საიტი.

    ციტატა: M10 S9 D11
    ნუ შეულაგეთ რა ამ ლაუტაროს არ გვჭირდება ეს არაა გრიზმანი ნეიმარის ტრანფერში წავა და ვსიო დემბელეს არ გაუშვებენ


    100%-იანი ხარ ძმა, იმედია ამის შემდეგ ნიკს დაიბრუნებ ძველს ხომ? თუ რა თქმა უნდა დემბელე 11 ნომერს დაუბრუნებს ნეიმარს.

  • M10 S9 D11
    schedule 03 აპრ 2020, 22:20
    #2

    ნუ შეულაგეთ რა ამ ლაუტაროს არ გვჭირდება ეს არაა გრიზმანი ნეიმარის ტრანფერში წავა და ვსიო დემბელეს არ გაუშვებენ

  • სპარტაკი
    schedule 03 აპრ 2020, 21:28
    #1

    Grizmani ar unda gaushvan .. kaci mteli tamashis manzilze ixarjeba.. da tranvasac ar ikidebs …