ჩემპიონატები შეჩერებულია და არავინ იცის, როდის განახლდება. უკვე ბევრჯერ დაიწერა, თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ფეხბურთის ეკონომიკურ მხარეზე, მაგრამ ჯერჯერობით არავის განუხილავს ნაკლებად სადარდებელი ამბავი – ვის ერგება “ოქროს ბურთი”?
უკვე ვიცით, რომ ვირუსის გამო გადაიდო კოპა ამერიკა და ევრო 2020. ეს ტურნირები, როგორც წესი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ ვის გადაეცემა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, პანდემიის გამო კი სრული გაურკვევლობაა.
თუ ჩემპიონატები არ განახლდა, გაცლებით მარტივი იქნება “ოქროს ბუცის” გამარჯვებულის გამოვლენა, უბრალოდ ჩახედავენ სიას, რომელსაც ჩირო იმობილე ლიდერობს და “ოქროს ბუციც” მასთან წავა, მაგრამ “ოქროს ბურთის” გადაცემა ძალიან რთული იქნება ფეხბურთელისთვის, რომელსაც არც ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე უთამაშია და არც დიდი სანაკრები ტურნირი მოუგია.
“ოქროს ბურთი”, 1956 წლის შემდეგ, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. მისი პირველი მფლობელი სტენლი მეტიუზია, უკანასკნელი კი, ჯერჯერობით, ლიონელ მესი.
თითქოს დიდი ტრაგედია ეს არ არის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მესისა და რონალდოს გაცხოველებული ბრძოლა აქვთ “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად. წლები კი გადის, ერთიც და მეორეც 30 წელს დიდი ხანია გადაცდა და ამ პირობებში, ერთი სეზონის ფუჭად დაკარგვა არცერთის გეგმაში არ შედის.
რა ვის გადაეცემაო. აგერ მესიმ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღოო 8.6 თქვენარ დაწერეთ. ეს არაა კრიტერიუმი
მამენტ ევროპა გადაიდო და შესაძლებელია
მართალი ხართ, საერთოდ არანაირი ტიტულები და ინდივიდუალური პრიზები არ უნდა იყოს..ვფიქრობ არასამართლიანი იქნება იმ გუნდების მიმართ, რომლებსაც დასკვნითი ეტაპის დიდი იმედი აქვთ შიდა ჩემპიონატშიც და ევროპულ ტურნირებზეც განსაკუთრებით თუ მეტოქე გუნდთან სხვაობა 1-3 ქულაა, როგორც რეალსა და ბარსას აქვთ.
რას ბჟოტიალობენ ზაფხულში განახლდება ყველაფერი და მიებმება შემდეგი სეზონი
"ოქროს ბურთი", 1956 წლის შემდეგ, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. მისი პირველი მფლობელი სტენლი მეტიუზია.
ადრე რო მადრიდელები, ახლა კი იუვეტუსელები, გაიძახიან რონალდუს უნდა ქონდეს ოქროს ბურთიო, ნაკრებში რაღაცა ნაციის ლიგა მოიგოო, იუვეში ჩემპიონობა-ო და ასე შემდეგ. მესიმ რა მოიგო რო აძლევენ-ო, თუნდაც ეს ბოლო მე-6 ბურთი. მათ უნდა გავახსენო უამრავი მათ შორის საბჭოთა ფეხბურთელები იაშინი, ბლოხინი, ბელანოვი. რომლებსაც რამე ღირებული არ მოუგიათ. და ყველაზე მთავარი აქ სწორედ ეს მეტიუზია რომელიც 50 წლამდე თამაშობდა, მე მგონი სტოკ სიტში და მხოლოდ ერთი თასი აქვს მოგებული. თავის კარიერაში გაფრთხილებაც კი არ მიუღია და ფეხბურთის ჯენტლმენს ეძახდნენ. აუცილებელი არ არის მსოფლიო ჩემპიონობა რო საუკეთესო იყო, თორემ ვინმემ რო თქვას ჟირუ მესის ჯობია იმიტომ რო მსოფლიოს ჩემპიონიაო ხო უნდა მოკვდე სიცილით.
გადადონ რამდენიმე თვით.
მარა მერე შემდეგ სეზონში რას იზავენ.
მოკლედ რა უქნა ამ კორონამ ყველაფერს
სეზონი თუ "ჩავარდა", მაშინ ინდ. პრიზებიც არ უნდა გაიცეს,მათ შორის, არც ოქროს ბუცი.