workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: არტური ხელშეუხებელია

Sport: არტური ხელშეუხებელია

კატალონიური Sport-ის დღევანდელი ნომრის მთავარი ჰედლაინი ასეთია: “არტური ხელშეუხებელია”. 

ბრაზილიელი ნახევარმცველის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არცთუ იშვიათად იწერებოდა, ყველაზე ხშირად კი მას “ინტერიდან” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს უკავშირებდნენ. 

მომდევნო სატრანსფერო პერიოდისთვის “ბარსა” საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის გაყიდვაზე ფიქრობს, თუმცა, როგორც ჩანს, არტური ამ სიაში არ არის. ის ლეო მესისა და ფრენკი დე იონგის გვერდითაა, რომელთა გაშვებაც კლუბს არცერთ შემთხვევაში არ სურს. 

რაც შეეხება თავად არტურს, ის “ბარსელონაში” თავს კარგად გრძნობს და კატალონიას კარიერის განვითარებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • B.A.r.c.A
    schedule 02 აპრ 2020, 16:34

    ესეც კაი ჭირი აიკიდეს ხო ვერ ჩადგა ფორმაში ნიჭი აქ პრაქტიკა ვერ ეგირსა

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2020, 13:59

    ამის გაშვება როგორ შეიძელება ხავის წასვლის მერე ხავის სტილის იგროკს ვერ ვეღირსეთ ცენტრში ძლივს არტური გამოჩნდა ეგეთი და რაის ამია გაშვება