ბარსელონა… რა გახსენდებათ პირვლად, როდესაც ამ სახელს ახსენებენ? ქალაქი? კარგი დასასვენებელი გარემო? თუ საფეხბურთო კლუბი? ამ კითხვაზე პასუხს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გაგვცემს. გააჩნია, რა არის იმ ადამიანისთვის პრიორიტეტი. თუმცა, ერთი რამ ფაქტია – თუ ადამიანს ფეხბურთი უყვარს, ამ სიტყვის ხსენებაზე მას აუცილებლად საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” ახსენდება.
საინტერესოა, რატომ იწვევს ეს გუნდი ადამიანებში ამხელა სიმპათიას? მისი ხანგრძლივი არსებობის გამო? დიდი პოლიტიკური, თუ სპორტული ისტორიის ტარების გამო? ან იქნებ იმ საფეხბურთო ფილოსოფიის გამო, რომელმაც ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა? დიახ, დიახ იქნებ სწორედ ამ ფილოსოფიის გამო, რომელმაც ფეხბურთში ეპოქა შექმნა, ეპოქა, რომელიც შეუძლებელია დაგავიწყდეს. რატომ ვამბობთ ამას? ყველაფერს ამ სტატიაში აგიხსნით. კარგად მოკალათდით და დაიწყეთ იმ ისტორიის კითხვა, რომელმაც ყველა “კულეში” წარუშლელი კვალი დატოვა.
ალბათ, თითოეულ თქვენგანს კარგად მოეხსენება, რომ ამ უდიდესი კლუბის ისტორია დაახლოებით 120 წელიწადს ითვლის. ამიტომ, ფაქტია, რომ შეუძლებელი იქნება იმ მიღწევების, ტიტულებისა თუ გამორჩეული მომენტების ერთ ეპოქათ გადმოცემა, რომელსაც ამ კლუბის წარსული ითვლის. მაგრამ, ისევე, როგორც ყველა კლუბს, მათ შორის “ლურჯ-ბროწეულისფერებსაც” ქონდათ ისტორიაში გამორჩეული მომენტი, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში მოხდა. ალბათ, ახლა თითოეულმა თქვენგანმა გაიფიქრეთ, დიახ, დიახ, როგოორც იქნა, დადგა დრო, რომ გვარდიოლას “ბარსელონა” გავიხსენოთ. ვინც ეს იფიქრეთ, მინდა გითხრათ, რომ დიახ, თქვენ მართლები ხართ, ეს სტატია მთლიანად ეძღვნება გვარდიოლას და იმ “ჯადოქრებს”, ვინც მის პერიოდში ის “სპექტაკლები” დადგა, რომელიც შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე. ნუ, ანდა საერთოდ, რა საჭიროა იმ სპექტაკლების სიტყვებით გადმოცემა, როცა შეგიძლია თითოეული მატჩის ჩანაწერი ნახო, კიდევ ერთხელ ისიამოვნო და თავი ნოსტალგიას მისცე.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ, რომელიმე განსაკუთრებულ მატჩზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმაზე, თუ როგორ შექმნა გვარდიოლამ ის მონსტრი, რომელმაც შეუძლებელი გააკეთა და ზუსტად 3 წელიწადში შეძლო, რომ 13 ტიტულს დაუფლებოდა. დიახ არ მოგეჩვენათ, 3 წელიწადში ამ მონსტრმა 13 ტიტული მოიპოვა. მის უკანასკნელ სეზონში კი მხოლოდ 1 ტიტულს დასჯერდა, თუმცა ეს მის საოცარ 4-წლიან კარიერას არაფრით აკნინებს. უფრო მეტიც, ამ შედეგთან მიახლოებული შედეგიც კი, ამ დრომდე არცერთ მწვრთნელს არ დაუფიქსირებია. ვიდრე კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ პეპი კატალონიურ გრანდში 2008-2012 წლებში მოღვაწეობდა.
მოდი, ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ, ალბათ ფიქრობთ, კი ვაღიარებ, საუკეთესო გუნდი იყო, საუკეთესო პერიოდი, დადეს შედეგი, რომელიც არავის მანამდე და არც მის შემდეგ დაუფიქსირებია, მაგრამ როგორ? რატომ ვერ შეძლო ეს იგივე რაიკაარდმა? ან მის შემდეგ მყოფმა მწვრთნელებმა? რა ქონდა გვარდიოლას ასეთი განსაკუთრებული?
დისციპლინა, რომლითაც გვარდიოლა მუშაობდა
ამ შედეგის მთავარი განმაპირობებელი, ალბათ, გვარდიოლას მიზანდასახულობა და შეუპოვრობა იყო, რაც მის ხასიათში ყველაზე მეტად ვლინდებოდა. ამ მწვრთნელისთვის არ ჰქონდა აზრი, რა ჰქონდა გაკეთებული მანამდე რომელიმე ფეხბურთელს, ვინ რას წარმოადგენდა, ან ვინ რამხელა ხელფასს იღებდა, ესპანელი მაინც ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მას მიაჩნდა სწორად. ამის ცოცხალი მაგალითი იყო იგივე ეტო’ო, რომელიც გვარდიოლას მოსვლამდე გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც კი ითვლებოდა, თუმცა საინტერესოა, რას ნიშნავდა ეს სტატუსი გვარდიოლასთვის? როდესაც პეპი გუნდში მოვიდა, მისთვის ცნობილი იყო, რომ კამერუნელ ფეხბურთელს დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ესპანელმა სპეციალისტმა ეტო’ო დაიბარა და მასთან შემდეგი საუბარი გამართა: “სამუელ მომწონხარ, კარგი ბიჭი ხარ, შენი თამაშის დონე მაკმაყოფილებს, თუმცა მინდა გაგაფრთხილო, რომ თუ შენი უდისციპლინობის გამო, გუნდში რამე მცირე პრობლემა მაინც შეიქმნება, შენ გუნდს დატოვებ”… ამ მკაცრი საუბრის შემდეგ, ეტო’ომ თანხმობა განაცხადა გუნდში დარჩენაზე, თუმცა სამწუხაროდ კამერუნელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 1 სეზონი შეძლო ამ დისციპლინის გაძლება. მიუხედავად იმისა, რომ ეტო’ომ სეზონი მშვენივრად ჩაატარა და გუნდს ტრიპლეტის მოპოვებაში დაეხმარა, გვარდიოლამ ის სეზონის ბოლოს მაინც დაითხოვა. დიახ, მიზეზი სწორედ უდისციპლინობა იყო.
გვარდიოლა მსგავს რამეს არავის პატიობდა. პეპმა გუნდში დაგვიანებაზე იმ დრომდე უჩვეულო დასჯის სტილი შემოიღო. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე 5 წუთით დააგვიანებდა, 500 ევროთი დაჯარიმდებოდა, ყოველ დამატებულ 5 წუთზე კი თანხა პროპორციულად 500 ევროთი იზდებოდა. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა მკაცრად აკონტროლებდა ნებისმიერი ფეხბურთელის განრიგს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პეპს დავალებული ჰქონდა მისი თანაშემწეებისთვის, რომ მოულოდნელად დაერეკათ ფეხბურთელებისთვის შუა ღამემდე, ხოლო თუ ისინი ტელეფონს არ უპასუხებდნენ, ან სახლში არ იქნებოდნენ, მეორე დღეს სერიოზული ახსნა განმარტებები უნდა ჩაებარებინათ პეპისთვის, თუ სად გაატარეს მათ წინა საღამო.
ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გვარდიოლას შეეძლო გადაეწყვიტა, რომელი ტიპის რეკლამაში მიიღებდნენ მონაწილეობას მისი ფეხბურთელები, როდის წავიდოდნენ გადაღებებზე ან საერთოდ წავიდოდნენ თუ არა. დიახ, ეს მცირე ჩამონათვალია იმ დისციპლინური მიდგომებისა, რომელიც ესპანელ სპეციალისტს კატალონიაში მუშაობის დროს გაუტარებია.
ტაქტიკა და მიდგომა, რომლითაც გვარდიოლამ ყველა გააოცა
ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი დისციპლინა ჰქონდა გვარდიოლას გუნდში, მაგრამ ალბათ იმაზეც ვთანხმდებით, რომ მხოლოდ დისციპლინით ფეხბურთში ამხელა შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ამისთვის მწვრთნელს განსაკუთრებული საფეხბურთო ფილოსოფია სჭირდება, რომელიც, როგორც გამოჩნდა, გვარდიოლას საკმაოდ მაღალ დონეზე ქონდა განსწავლული.
გუნდში მოსვლის შემდეგ, გვარდიოლამ ისეთი ფეხბურთელები წარმოაჩინა მაღალ დონეზე, რომლებიც მანამდე საშუალო დონის ფეხბურთელებად ითვლებოდნენ. ალბათ, ახლა ფიქრობთ, მოიცა, გვარდიოლამდეც იყვნენ მესი, ინიესტა, ჩავი ან პუიოლი? რა შუაშია გვარდიოლა? კი, თუ ასე იფიქრებთ, თქვენ ვერავინ გაგამტყუნებთ, რადგან მართლები იქნებით, მაგრამ საინტერესოა, აკეთებდნენ ეს ფეხბურთელები იმდენს მანამდე, რამდენიც პეპის მოსვლის შემდეგ გააკეთეს? იქნებ, სწორედ პეპის შერჩეულის პოზიციებისა და სათამაშო ფილოსოფიების ბრალი იყო მათ მიერ დადებული შედეგები? დიახ, გვარდიოლამ ფეხბურთეელებს საკუთარი ადგილები ზუსტად მოუძებნა, რის შემდეგაც მათ თავიანთი თავის რეალიზება ბოლომდე მოახდინეს. რატომ ვამბობთ ამას?
მოდით, პირველ რიგში, ნახევარდაცვაზე ვისაუბროთ, სადაც გვარდიოლამ ძირეული ცვლილებები მოახდინა. გაუშვა ვინ? იმ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი, იაია ტურე, მის ნაცვლად კი სრულიად გამოუცდელი და ახალგაზრდა ლა მასიელი, 19 წლის სერხიო ბუსკეტსი დააყენა. იმ პერიოდში ამ გადაწყვეტილებას ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გვარდიოლა მართალი იყო.
ბუსკეტსმა შესძლო და ესპანელი სპეციალისტის მოლოდინები აბსოლუტურად გაამართლა. ბუსკეტსის ნახევარდაცვაში დაყენებამ, თავის მხრივ, უფრო დიდი სივრცეები გაუხსნა ჩავისა და ინიესტას, რომლებმაც ისეთი შოუების მოწყობა დაიწყეს, რომელიც მანამდე საფეხბურთო სამყაროს ნანახიც კი არ ქონდა. სწორედ ამ ორი მაესტროს დამსახურებით შემტევებს სივრცეები ისე უთავისუფლდებოდათ, რომ გოლის გასატანად მხოლოდ ბურთის კარში გადაგზავნაღა რჩებოდათ. ალბათ, მართლა დიდი ფუფუნებაა, როდესაც შემტევი ხარ, ზურგს კი ჩავი, ბუსკეტსი და ინიესტა გიმაგრებენ და საგოლე გადაცემებითაც უხვად გამარაგებენ.
თუმცა, მიუხედავად გვარდიოლას ამ ჭკვიანური გადაადგილებისა ნახევარდაცვაში, მისი მთავარი კოზირი ჯერ კიდევ არ გვიხსენებია. ალბათ შეუძლებელია ამხელა სტატია დავწეროთ, და არ ვახსენოთ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბევრისთვის საუკეთესოც კი, ლიონელ მესი. დიახ მეგობრებო, იმ პერიოდის მთავარი კოზირი სწორედ ლიონელ მესი იყო. იმ 4 წლის განმავლობაში, რა დროსაც გვარდიოლა “ბარსელონას” წვრთნიდა, ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთი” ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვა, რაც არც მანამდე, და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია. ეს ყველაფერი კი, რა თქმა, უნდა შემთხვევითობა არ იყო.
გვარდიოლამ ლიონელ მესისგან შექმნა იარაღი, მას განსაკუთრებული პოზიცია მოუძებნა, რომელიც შემდეგ ცრუ ცხრიანის სახელით გახდა ცნობილი. დიახ, სწორედ გვარდიოლამ შეძლო, რომ ლიონელ მესი მომაკვდინებელ იარაღად ექცია. სწორედ გვარდიოლას პერიოდში შეძლო არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, რომ 1 კალენდარულ წელიწადში 91 გოლი გაეტანა, რაც მართლაც ფენომენალური შედეგი გახლავთ.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ზოგად საფეხბურთო ფილოსოფიაზე? გასაგებია მიდგომა კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ გვარდიოლას სათამაშო ფილოსოფია, რომელიც ტიკი-ტაკას სახელითაა ცნობილი, მართლაც უნიკალური იყო. ბევრი ამ ფილოსოფიას იმას მიაწერს, რომ გვარდიოლა 6 წელი სწორედ კრუიფის პერიოდში თამაშობდა, რის გამოც მისი მიდგომა კრუიფის იდენტური იყო. შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს? დიახ, ეს იყო რაღაც მსგავსი კრუიფის ტაქტიკისა, მაგრამ მახვილ თვალს შეუძლებელია გამორჩენოდა ის განსხვავება, რაც კრუიფისა და გვარდიოლას სათამაშო ფილოსოფიაში იყო.
ბევრი ამბობს, ეს უბრალოდ პასაობაა და მეტი არაფერი, აკეთებ უამრავ პასს გაუაზრებლად, შემდეგ კი შემთხვევით ჩნდება სივრცე და ისეთი მაღალი დონის შემსრულებელი, როგორიც მესი, პედრო ან ვილიაა, ამ შანსს იყენებს. ისე, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი შეფასებაა? მეეჭვება, რომ ამ აზრს ეთანხმებოდეთ. დიახ ეს იყო უამრავი პასი, მაგრამ არცერთი მათგანი გაუაზრებელი. ყველა პასი კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის დასაბნევად. გვარდიოლა ამ ფილოსოფიით მეტოქეს ყურადღებას უდუნებდა, ამასთან კი დაცვას უხეშად რომ ვთქვათ წელავდა, საიდანაც ერთი გამჭოლი პასით, რომლის გაკეთება ყველაზე კარგად ალბათ სწორედ ინიესტასა და ჩავის გამოსდიოდათ, თავდამსხმელს შეეძლო, რომ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, კარი თავისუფლად აეღო. ეს თითქოს მარტივი, თუმცა ძალიან რთული და ჭკვიანური ფილოსოფია იყო.
პასუხი კრიტიკოსებს
ალბათ შეუძლებელია, გვარდიოლასა და მისი პერიოდის “ბარსელონაზე” ლაპარაკი დაიწყო და დამთავრება შეძლო, თუმცა, ისევე, როგორც ყველაფერს, ამ სტატიასაც დასასრული აქვს. უბრალოდ ბოლოს მინდოდა პასუხი კრიტიკოსებისთვის გამეცა.
ალბათ, ბევრს შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში მსგავსი გამოთქმა; გვარდიოლას აწყობილი გუნდი დახვდა. ინიესტა, ჩავი და მესი მომეცი და მეც მოვიგეებ, ან უფრო უარესი, გვარდიოლა რა მწვრთნელია, უბრალოდ პერიოდი დაემთხვა ისეთი, სადაც გაუვარდა ტიტულები რა… ვერ დამაჯერებთ, რომ მსგავს რამეს არ შეხვედრიხართ.
ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემას არასდროს ვიწყებდი, რადგან მათან საუბარს აზრი არ აქვს, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, თუ კიდევ წააწყდებით მსგავს “სიბრძნეს” სადმე, ანახეთ ეს სტატია და უთხარით, რომ გვარდიოლას “ბარსელონა” არ ყოფილა უბრალოდ გუნდი. ეს იყო დისციპლინის შესაშური მაგალითი, ხელოვნება, მაგია და სანახაობა, რომლის გამეორებაც დღემდე ვერავინ შეძლო. შემდეგ კი, თავი ამაყად ასწიეთ და უბრალოდ საუბარი შეწყვიტეთ…
ყოჩაღ ადმინ და ბევრი ბრავო,ესეთი სტატიებით ბისზეც შეგიძლია გამოსვლა.ერთი პატარა გარემოება კიდევ პეპის გენიალურობის,მეკარე რომელიც სრულიად არის თამაში ჩართული.👍👏
სამწუხაროდ აქაც გვყავს ისეთი ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ გვარდიოლა არის საშუალო დონის მწვრთნლი.
საღოლ კარგი სტატიაა 👍 👍 👍
პირველ რიგში ვიტყვი რომ შესანიშნავად აწყობილი და თანმიმდევრობით დალაგებული სტატიაა!
ფაქტები გადმოცემულია ყოველგვარი ზედმეტი "გაბუქების" და ქება-დიდების გარეშე. ამ პატარა სტატიაში 4-წლიანი განუმეორებელი "გვარდის ბარსას" ეპოქა ჩატია!
ბ რ ა ვ ო ო ო !
სტატია თქვენი ნებართვით მიმაქვს შესანახად, მივუმატებ ჩემი შვილის კოლექციას! წინასწარ გიხდით მადლობას!
მადლობა 😊
მესიზე არანაკლებ მიყვარს გვარდი❤❤,ასეთი გუნდი მეორე აღარ(ვეღარ) შეიქმნება. მესი და გვარდი საუკეთესო ტანდემია ფეხბურთის ისტორიაში, სამწუხაროა,რომ მხოლოდ 4 წელი მოღვაწეობდნენ ერთად.
დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის!
პირველ რიგში ვიტყვი რომ შესანიშნავად აწყობილი და თანმიმდევრობით დალაგებული სტატიაა!
ფაქტები გადმოცემულია ყოველგვარი ზედმეტი "გაბუქების" და ქება-დიდების გარეშე. ამ პატარა სტატიაში 4-წლიანი განუმეორებელი "გვარდის ბარსას" ეპოქა ჩატია!
ბ რ ა ვ ო ო ო !
სტატია თქვენი ნებართვით მიმაქვს შესანახად, მივუმატებ ჩემი შვილის კოლექციას! წინასწარ გიხდით მადლობას!
ბრავოოოო!!!!!
გაიხარე კაი კაციხარ, ალბათ დრო აღარაა იმდენი და ამ კარანტინში მოვიცალეთ ^_^ მადლობა
საღოლ ამ მწერალს გენიოსის ხარ დიდი მადლობა
იოსებ, ყოჩაღ!! ❤️ 🥰
წაიკითხეთ მეგობრებო ნუ დაგეზარებათ და მიხვდებით რატო არის გუარდიოლას ბარსელონა ყველაზე მაგარი კლუბი ფეხბურთის ისტორიაში. სამ წელში 13 ტიტული შეუძლებელია მაგრამ ეს შესაძლებელი გუარდიოლას გახადა ❤️