workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

“ბარსელონაში” კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

“ბარსელონაში” კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

La Vanguardia-ს ცნობით, Covid-19 კლუბის სამედიცინო სერვისის ხელმძღვანელს, რამონ კანალსა და ხელბურთის ნაკრების ექიმს, ჟოსეპ ანტონი გუტიერესს დაუდასტურდათ.

ამჟამად, ორივე მათგანი საავადმყოფოში იმყოფება. მათ პირველი გუნდის წევრებთან, რომლებიც სახლებში უსაფრთხოდ იმყოფებიან, კონტაქტი არ აქვთ.

“ბარსაში” კორონავირუსის პანდემიის პირველი შემთხვევა კვირას დაფიქსირდა – ტესტმა დადებითი პასუხი კატალონიური გრანდის სკაუტის, ანდრე კურის შემთხვევაში აჩვენა. ვირუსის გამო მისი მეუღლეც კარანტინში იმყოფება.

კური სამხრეთ ამერიკის ბაზარზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ბრაზილიაში, კერძოდ კი სან პაულოში ცხოვრობს.

სხვაშა შორის, ანდრე ის ადამიანია, რომელიც “ბარსას” ნეიმარისა და არტურის ტრანსფერების შეთანხმებაში დაეხმარა.

დღეის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსის 56 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, 4 089 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 26 მარ 2020, 17:46
    #2

    თუ ეს გზა ჩვენც გვაქვს გასავლელი, აი მანდ გვაქვს დარხეული.

  • BarcelonaFanTV
    schedule 26 მარ 2020, 17:29
    #1

    ესპანეთში რა ხდება, ჩვენ ჯერ სად ვართ, იმედია გადავურჩებით ამ ვირუსს