ტიაგო და რაფინია აკლანტარები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ წამოწყებაში ჩაერთვნენ.
ძმები დაეხმარებიან პროგრამას, “უპასუხე კორონავირუსს”, რომელიც ბარსელონაში არსებულმა ჰოსპიტალმა წამოიწყო.
“ჩვენი ქველმოქმედება კორონავირუსის შესწავლასა და ავადმყოფების მოსავლელი ინვენტარის შეძენას მოხმარდება.” – ციტირებს ტიაგოს სიტყვებს Mundo Deportivo.
გარდა ამისა, ალკანტარები UNICEF-თანაც თანამშრომლობენ და აპირებენ, Youtube-ს პლათფორმის გამოყენებით, პედაგოგიური სისტემა შექმნან.
“ბავშვები სხვადასხვა იდეებსა და თამაშებს მოგვაწვდიან, თუ როგორ უმკლავდებიან კარანტინის პერიოდს.” – ამბობს ტიაგო.
აკლანტარები?