“ბარსელონას” კარი დახურულია, მაგრამ კლუბი მუშაობას განაგრძობს. ფეხბურთელები ვარჯიშს კონკრეტულად შერჩეული გრაფიკის ქვეშ აგრძელებენ. მათი აგენტები კი კონტრაქტებზე მუშაობენ.
ერიკ აბიდალი კიკე სეტიენთან და ჟოზეპ ბართომეუსთან რეგულარულად საუბრობს.
“ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ რესურსებს, იმისათვის, რომ კლუბმა ფუნქციონირება განაგრძოს. ფეხბურთი გაჩერდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი განახლდება და აუცილებელია ამისათვის მზად ვიყოთ”. – ამბობს ფრანგი.
აბიდალი ასევე განაგრძობს ტრანსფერებზე მუშაობას. კლუბს ოთხ პოზიციაზე სურს გაძლიერება: ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის, გარემარბისა და ფორვარდის.
“ბარსელონამ”, ფინანსურად, ყველა კლუბის მსგავსად იზარალა. ამიტომ სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.
თუმცა ვირუსის გამო, ბაზარზე ფასები აუცილებლად დაეცემა.




იმედია დაკლებს ფასები თორე ისეთ იგროკებს ადევს უკვე 100 მილიონი რო რავიცი
კარგია თუ დაიკლებს, თორემ ფასები კოსმოსამდეა ასული.
ისე იქნებ დაიკლოს სატრანსფერო ფასებმა და დასტაბილურდეს ცოტა…
წმენდა გვინდა ყველანაირი