workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლეონ ოსმანი: მინდა, რიშარლისონი “ბარსელონაში” არ გადავიდეს

ლეონ ოსმანი: მინდა, რიშარლისონი “ბარსელონაში” არ გადავიდეს

“ევერტონის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეონ ოსმანმა ლივერპულელთა ბრაზილიელი თავდამსხმელის, რიშარლისონის შესახებ ისაუბრა, რომლითაც “ბარსელონა” ინტერესდება.

“თუ “ბარსელონა” კარგ შეთავაზებას გააკეთებს, ეს კლუბში ბევრ კითხვას გააჩენს. მფლობელებსა და მენეჯერებს მოუწევთ, დასხდნენ და სიტუაცია შეაფასონ.

სურს “ევერტონს”, რომ იყოს კლუბი, რომელიც ტრანსფერიდან მიღებულ თანხას შემადგენლობის გასანახლებლად იყენებს, თუ ურჩევნია, საუკეთესო მოთამაშეები შეინარჩუნოს?!

პირადად, რიშარლისონის დარჩენა მინდა”, – ციტირებს ოსმანის სიტყვებს Daily Star.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი “ევერტონში” 2018 წელს 38 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “უოტფორდიდან” გადავიდა, რის შემდეგაც ლივერპულური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

რიშარლისონის აქტივში “ევერტონის” რიგებში 68 მატჩში 26 გოლია.

“ბარსელონა” იანვარში ბრაზილიელი ფირვარდით ინტერესდებოდა. 22 წლის ფეხბურთელი 85 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • katalomia
    schedule 23 მარ 2020, 03:36
    #4

    ციტატა: Don_Andresito
    ჯერ ერთი ყველაზე ნიჭიერი და კარგი ტალანტია ამ ეტაპზე, მბაპეს სანჩოს ფელიქსის და სულ რამდენიმეს მერე. ძალიან მაგარი ბიჭია. პროსტა ჯერ ერთი ევერტონი მაყუთა გუნდია და ერთხელ დაახვევინა ბარსას, ასე რომ არ მოგვყიდის, ეგ კი არა აქეთ იხდიდნენ 80 მილიონს ზაჰაში. ანუ მოხოდვა უნდათ. სერიოზული სპონსორი ყავთ და ტრანსილაციებიდან და დასწრებიდან არავისზე ნაკლები შემოსავალი არ აქვთ. ბოლოს და ბოლოს ბარსაზე 4 ჯერ მაღალი დონის მწვრთნელი ყავთ, 3 ჯერ ლიგამოგებული როცა ბარსას მწვრთნელის დებიუტი ლიგაზე წელს შედგა, 1 თამაშI აქვს ტიპს. ანუ ამ ტრანსფერის ძალიან მცირე შანსია. პროსტა მთავარი თემა ისაა რო რიშარლისონი არის დედამ…ლი კაცი, მესი აკრიტიკა კოპას სკანდალის მერე, თან ძალიან ცუდად თქვა. ლეო ამას გუნდში არ მიიღებს და შეგვეტენება. როგორც გრიზმანი შეგვეტენა. სანამ მესი წყვეტს ვინ ათამაშდება და ვინ არა ესეთი აგრესიული კამანდა არ გვინდა. თან ვინღა მოვა ბარსაში, დემბელეს დედა არ ყავს, ფატის ხელშეწყობა განვითარებისთვის 0, გრიზმანი ვხედავთ ვერ უპოვეს ადგილი, კოუ გააფუჭეს და კარიერა მოშნად მიუნგრიეს, მალკკომი რომელიც არაფრით ჩამოუუარდებოდა ამას ნიჭIთ ზენიტში გაუშვეს. იმ ტალანტის დედა ვატირე ყველასი ვინც ბართომეუს რეჟიმში დღეს ბარსაში მოვა. გააფარჩაკეს გუნდი ჭ კლასის მწვრთნელებით

    Ara mxolod am temastan dakavshirebit (xshirad afiqsireb shens azrs da xedvas, rasac dro da dro me kide vawydebi aq). Am yvela shemtxvevidan gamomdinare: Dzaan saghad moazrovne barcas (da saertod, fexburtis) baleshiki xar. Saaghol dzamia! Xshiri shemtxveva araa aq sheni magaliti.
    Winaaghmdegi tu ar iqnebi?! Gemegobrebi)
    Xo, kinagham gamomrcha… Salami!)

  • Don_Andresito
    schedule 22 მარ 2020, 22:44
    #3

    ჯერ ერთი ყველაზე ნიჭიერი და კარგი ტალანტია ამ ეტაპზე, მბაპეს სანჩოს ფელიქსის და სულ რამდენიმეს მერე. ძალიან მაგარი ბიჭია. პროსტა ჯერ ერთი ევერტონი მაყუთა გუნდია და ერთხელ დაახვევინა ბარსას, ასე რომ არ მოგვყიდის, ეგ კი არა აქეთ იხდიდნენ 80 მილიონს ზაჰაში. ანუ მოხოდვა უნდათ. სერიოზული სპონსორი ყავთ და ტრანსილაციებიდან და დასწრებიდან არავისზე ნაკლები შემოსავალი არ აქვთ. ბოლოს და ბოლოს ბარსაზე 4 ჯერ მაღალი დონის მწვრთნელი ყავთ, 3 ჯერ ლიგამოგებული როცა ბარსას მწვრთნელის დებიუტი ლიგაზე წელს შედგა, 1 თამაშI აქვს ტიპს. ანუ ამ ტრანსფერის ძალიან მცირე შანსია. პროსტა მთავარი თემა ისაა რო რიშარლისონი არის დედამ…ლი კაცი, მესი აკრიტიკა კოპას სკანდალის მერე, თან ძალიან ცუდად თქვა. ლეო ამას გუნდში არ მიიღებს და შეგვეტენება. როგორც გრიზმანი შეგვეტენა. სანამ მესი წყვეტს ვინ ათამაშდება და ვინ არა ესეთი აგრესიული კამანდა არ გვინდა. თან ვინღა მოვა ბარსაში, დემბელეს დედა არ ყავს, ფატის ხელშეწყობა განვითარებისთვის 0, გრიზმანი ვხედავთ ვერ უპოვეს ადგილი, კოუ გააფუჭეს და კარიერა მოშნად მიუნგრიეს, მალკკომი რომელიც არაფრით ჩამოუუარდებოდა ამას ნიჭIთ ზენიტში გაუშვეს. იმ ტალანტის დედა ვატირე ყველასი ვინც ბართომეუს რეჟიმში დღეს ბარსაში მოვა. გააფარჩაკეს გუნდი ჭ კლასის მწვრთნელებით

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 22 მარ 2020, 22:34
    #2

    რიჩარლისონ(ებ)ის ადგილი არ არის ბარსელონაში!

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2020, 22:24
    #1

    დაიტოვეთ კაცო არც არავის სჭირდება ეს ბარსაში