მაკმანამანი მანესა და სალაჰის ესპანეთში გადაბარგების შანსებს აფასებს

მაკმანამანი მანესა და სალაჰის ესპანეთში გადაბარგების შანსებს აფასებს

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა მერსისაიდული კლუბის ფეხბურთელების, მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლის შანსები შეაფასა.

“რეალს” უკვე ედენ აზარი ჰყავს, ასევე მადრიდელებს გასულ ზაფხულში როდრიგო და რეინიერი დაიმატეს. გავრცელებული ჭორების არ მჯერა.

იმის მიუხედავად, თუ როგორი გამოდის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი, ამ დროისთვის ინგლისური კლუბები საუკეთესონი არიან. “ბარსელონა” და “რეალი” – არა.

ხსენებული ესპანური გრანდები ცუდი სეზონის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელების გაფორმებას ცდილობენ. ასე რომ, მათ შემადგენლონის გაძლიერება სურთ.

თუმცა, ვფიქრობ, სადიო მანეს ან მოჰამედ სალაჰის “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლის შანსი არ არსებობს”, – ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს Goal.

სტივ მაკმანამანს ლა ლიგაშიც უთამაშია – ის 1999-2003 წლებში მადრიდის “რეალში” ასპარეზობდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • tornike12
    21 მარ 2020, 23:59

    მანე ძალიან კლასნი ფეხბურთელია და ნებისმიერ გუნდს მოუხდება მშრომელია,დაცვასაც ეხმარება და ყველაფერი აქვს უმაღლესი კლასის ფეხბურთელს რაცუნდა ქონდეს და სალაჰი ძალიან ხშირად ღორობს, თან უმეტესად პენალტებსაც სალაჰი ურტყამს.

  • M10 S9 D11
    21 მარ 2020, 23:18

    ბარსაში არ დავინახო ესენი და დალშე სადაც უნდა იქ წაეთრან

  • davidus2020
    21 მარ 2020, 23:10

    სალახი ჩვეულებრივი ერთწლიანი ფეხბურთელია,რასაც აფასებენ იმის ნახევარიც არ ღირს,რაც შეეხება მანეს,მართლა კარგი ფეხბურთელია,ლივერპული მაგრა მუქარას თუ გაყიდის

  • B.A.r.c.A
    21 მარ 2020, 23:01

    კანცოვკა არცერთს არ უვარგა

  • Datobioshock
    21 მარ 2020, 19:13

    არცერთი არსად არ გადავა :)))))